საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა

access_time2018-05-16 16:36:38

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი" კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში არის განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში" დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე.


სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა" (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.


სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.



„მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის" წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას",- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.

 



ვაშინგტონი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

ვაშინგტონი  ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს
person access_time2018-05-24 19:03:09
  ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა  ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღებისთვის ემზადება.   ამ ეტაპზე ეს საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ  გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, მსოფლიო ავტომრეწველობაში ნამდვილი გადატრიალება  მოხდება. ეს ცვლილება  სერიოზულ დარტყმას პირველ რიგში იაპონიას და ევროკავშირს მიაყენებს,  რომლებიც  შტატებში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორები...

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება

2021 წლამდე PlayStation 5 ბაზარზე არ გამოჩნდება
person access_time2018-05-24 20:00:00
  კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს PlayStation 5-ის ლოდინი კიდევ 3 წლის განმავლობაში მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება PlayStation-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ კოდერამ გააკეთა: „მომდევნო ნაბიჯისთვის 3 წელიწადი დაგვჭირდება,“ აღნიშნა მან.   PS 5-ის წინამორბედი ბაზარზე 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა და მისი გაყიდვები ყოველწლიურად იზრდებოდა. თუმცა PlayStation-ის მფლობელი Sony მიმდინარე წელს იგივე შედეგებს აღარ ელოდება. ამის მიუხედავად,...

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება

ბულგარეთი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს შეუერთდება
person access_time2018-05-24 18:30:00
 „ბულგარეთი გეგმვას აგრარული პროდუქციის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური ნაწარმის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშურტის მეშვეობით,“ - განაცხადა ბულგაეთის ტრანსპორტის სამინისტრომ. ინფორმაციას  აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.   „ბულგარეთი მდებარეობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ტრადიციული სავაჭრო მარშურეტის გზაჯვარედინზე, ქვეყანას გააჩნია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ძალიან კარგი ორმხრივი და მრავალმხირი...

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება
person access_time2018-05-24 16:30:55
  დღეს, 24 მაისს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. CNBC-ის მიხედვით, შეხვედრაზე განსახილველ მთავარ თემებს ირანის ბირთვული შეთანხმება, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობები, უკრაინა და ვაჭრობის საკითხი წარმოადგენენ.   შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, ფონად დასავლეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობები სდევს.   აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური...

აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი საპასუხო სანქციებს ამზადებს

 აშშ-ს მიერ ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის გამო რუსეთი  საპასუხო სანქციებს ამზადებს
person access_time2018-05-24 18:00:46
  რუსეთს შეუძილია შემოიღოს მაღალი საბაჟო ტარიფები ამერიკულ  პროდუქციაზე აშშ-ს მიერ რუსული ალუმინის და ფოლადის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ.   „სავარაოდოთ, საუბარია 573 მლნ. დოლარის პროდუქციაზე, რომელიც შემოდის რუსეთში შტატებიდან,“ - ნათქვამია რუსეთის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაგზავნილ...


მსგავსი სიახლეები

up