საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance  Centropolis-ი აშენდება

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება

access_time2020-07-13 16:51:09

საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება.


მასშტაბური პროექტი სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A და C ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანიიქნება. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 380 მილიონი დოლარია.


„საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის წარმოდგენილი. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისპროცესში“, განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.



ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვედასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი”. კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს „ალიანს ჰაილაინს“თბილისშიც აშენებს.


(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up