ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, გათავისუფლებულია მძევლები, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
"მძევლები გათავისუფლებულია, დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფში", — განაცხადა მან.
რაც შეეხება მძევლების რაოდენობას და თავდამსმელის მოთხოვნებს, სირაძე ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით გავრცელდება ინფორმაცია.