საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი „Digital Area“ პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტის „moitane“-ს პარტნიორი გახდა

საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი „Digital Area“ პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტის „moitane“-ს პარტნიორი გახდა

access_time2022-12-01 13:55:47

საქართველოში პირველი ციფრული სუპერმარკეტის „მოიტანეს“ მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის პარტნიორი საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია JSC Digital Area გახდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში JSC Digital Area-მ „მოიტანეში“ ახალი კაპიტალის (ე.წ. growth capital) ინვესტიცია განახორციელა, რაც „მოიტანეს“ ხელს შეუწყობს შემდგომ ზრდაში.

 


„მოიტანე“ არის სტარტაპი, რომლის მიზანიც მუდმივი განვითარება და ადამიანებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაა. მუდმივად ვცდილობთ მათ შევთავაზოთ ზუსტად ის პროდუქტი, რაც ჭირდებათ. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა შედგა. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო JSC Digital Area-ს გუნდს. ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა შევუერთდეთ იმ „Beyond the Banking“ ციფრულ ეკოსისტემას, რომელსაც Digital Area ფარავს. როგორც სტარტაპისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ასეთი მნიშნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა და სტრატეგიული პარტნიორობა. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან და სასარგებლო სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მათ შორის, ხელს შევუწყობთ ადგილობრივ ფერმერებს და საკვები პროდუქტის მწარმოებლებს, მათ მიერ წარმოებული ქართული პროდუქციის ციფრული არხებით გაყიდვას და პოპულარიზაციას“- განაცხადა „მოიტანეს“ დამფუძნებელმა მიშა კოდუამ.
„მოხარული ვართ რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა ქართულ და ამასთანავე ძალიან სწრაფად მზარდ სტარტაპ „მოიტანესთან“ ახლო მომავალში ვგეგმავთ რომ გავაღრმავოთ ურთიეთთანამშრომლობა JSC Digital Area-ში შემავალ კომპანიებსა (extra.ge, optimo.ge) და „მოიტანეს“ შორის, რის შედეგადაც შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანი (როგორც პირველადი მოხმარების, ასევე საყოფაცხოვრებო თუ სხვა) ერთ ციფრულ ჭერქვეშ“ - განაცხადა JSC Digital Area-ს დირექტორმა ანდრო რატიანმა.


ციფრული სუპერმარკეტის „მოიტანეს“ შესახებ: „მოიტანე“ ეს არ არის მხოლოდ მიტანის სერვისი, არამედ ეს არის სრულად ციფრული სუპერმარკეტი, სადაც ახალი, სანდო, ჯანსაღი, სეზონური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია განთავსებული. მისი საშუალებით მომხმარებელი ზოგავს დროს, ენერგიას და ფინანსებს, რადგან ის ზუსტად 30 წუთში ავსებს სასურველი პროდუქტების მარაგს სახლიდან გაუსვლელად. „მოიტანეს“ მიტანის სერვისი ვრცელდება როგორც თბილისში ასევე, მის შემოგარენში. „მოიტანეს“ გამოყენება მარტივია, საკმარისია ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია:


https://mtn.onelink.me/NvXk/media

JSC Digital Area-ს შესახებ: „Digital Area“ არის საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი და წარმოადგენს „Beyond the Banking“ ციფრულ ეკოსისტემას, რომლის მთავარი მიზანია ტრადიციული ბიზნესპროცესების გაციფრულება. იგი აერთიანებს საქართველოში არსებულ რამოდენიმე მსხვილ ციფრულ პლატფორმასა და ციფრულ პროდუქტს, მათ შორის extra.ge, optimo.ge, adapter.ge, izibox.ge. გარდა ამისა, Digital Area საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ გლობალურ კომპანია 500 Global-თან ერთად ჩართულია 500 Georgia-ს პროექტში მონაწილე სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up