საქართველოს ბანკის ჯგუფი საკუთარ არაპროფილურ აქტივებს აფართოებს

საქართველოს ბანკის ჯგუფი საკუთარ არაპროფილურ აქტივებს აფართოებს

person access_time2016-03-16 18:35:35

საქართველოს ბანკის ჯგუფი საკუთარ არაპროფილურ აქტივებს აფართოებს. ცნობილი ხდება, რომ "საქართველოს ბანკი ჰოლგდინგში" შემავალი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ფარმაცევტული კომპანია GPC-ის აქტივების 100%-იან წილს ყიდულობს. გარიგების ღირებულება $14 მილიონია.


ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, ბაზარზე მსგავსი გარიგებებისა და მსხვილი შერწყმების შესაძლო გავლენას და კონკურენციის შეზღუდვის რისკებს სწავლობს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგაა შესაძლებელი აღნიშნული გარიგების განხორციელება.


საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს საკუთარი მარეგულირებელი არ ჰყავს. ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა, შეისწავლის თუ არა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ GPC–ის ქსელის შეძენას კონკურენციის სააგენტო. სააგენტოში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, მსგავსი გარიგების შესახებ მათ თავად კომპანიებმა უნდა აცნობონ და ამის გაკეთებას, მათივე ინფორმაციით, დღის ბოლომდე გეგმავენ  GPC და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი.“ გარიგების შეფასება თვენახევარში უნდა მომზადდეს – ამ დროის განმავლობაში კონკურენციის სააგენტო განახორციელებს მოკვლევას იმის დასადგენად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გარიგებამ ფარმაცევტულ ბაზარზე.


ვიდრე კონკურენციის სააგენტო ამ საკითხზე საკუთარ დასკვნას დადებს, „კომერსანტმა“ გარიგების შესაძლო შედეგების შეფასება ფარმაცევტული ბაზრის მსხვილს მოთამაშესა და ექსპერტს სთხოვა.


საქართველოს ბანკის ფარმაცევტულ ბიზნესში შესვლა ამ ბაზარს საფრთხეებს უქმნის – ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანია „პსპ“–ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი  „საქართველოს ბანკი ჰოლდინგში” შემავალი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ GPC-ს სააფთიაქო ქსელის შეძენას. 


ოქრიაშვილის თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე ზეკონკურენციაა და, როგორც ჩანს, GPC-ს გაუჭირდა, პესიმისტურად განეწყო და შედეგად, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ საკუთარი ბიზნესი საკმაოდ დაბალ ფასად მიჰყიდა. 


„ბაზარზე არის ზეკონკურენცია და როგორც ჩანს გაუჭირდა ჯიპისის, პესიმიზმში იყო და რომ არ გაყიდულიყო, ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნებოდა. ქედან გამომდინარე, ის ძალიან დაბალ ფასად გაიყიდა, რაც ძალიან გასაკვირი და სამწუხაროა. ეს ძალიან კარგი კომპანიაა, ჰქონდა კარგი მარკეტინგული სტრატეგია,“ – განუცხადა ოქრიაშვილმა „კომენტარს.“


მისი თქმით, აღნიშნული გარიგებით GPC რეალურად საქართველოს ბანკის ხელში გადადის, რადგან ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების აკრძალვა მხოლოდ ფორმალობაა და რეალურად ბანკები ისევ აწარმოებენ სხვადასხვა ბიზნესს. ოქრიაშვილს ამის მაგალითად სამშენებლო სფერო მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, ასევეა წარმოდგენილი საქართველოს ბანკი. 



„ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა მხოლოდ ფორმალურადაა აკრძალული. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბანკებს ბიზნესში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. 

 

როდესაც ბანკი და სახელმწიფო გიხდება კონკურენტი, ეს ბიზნესი აღარ არის. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. მართალია სხვა ბევრი ფაქტორია, მაგრამ ეს ერთერთია. იგივეს ამბობენ მშენებლები და სხვა დარგების წარმომადგენლები. ასე რომ, ეს პრობლემაა – იზღუდება კონკურენცია, ბიზნესგარემო არის გაფუჭებული და შეზღუდული, რადგან ბანკებს ბიზნესის წარმოების უფლება აქვთ,“ – აცხადებს ოქრიაშვილი. 


მისი თქმით, ჯერ რთულია პროგნოზის გაკეთება, რას შეცვლის აღნიშნული გარიგება ფარმაცევტულ ბაზარზე, თუმცა ამბობს, რომ მოსალოდნელია „ჯიპისის“ უფრო გაძლიერება, რადგან საქართველოს ბანკს დიდი რესურსები აქვს.


გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მთავარ რედაქტორს ზურაბ კუკულაძეს აღნიშნული გარიგების შეფასებისას ასევე მოჰყავს დეველოპერული ბაზრის მაგალითი, რომლის მონაწილეებიც საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული კომპანიის „ემ კვადრატის“ საქმიანობის გამო კონკურენციის შეზღუდვაზე საუბრობენ. კუკულაძე ამბობს, რომ გარიგების გამო შესაძლოა მოხდეს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენა, რადგან GPC–ს ზურგს უზარმაზარი ფინანსური ინსტიტუტი უმაგრებს.


„ერთი შეხედვით, ესაა ჩვეულებრივი გარიგება, რომელიც ბიზნეს–ინტერესებს ეფუძნება და მსგავსი გარიგებები სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა თუ საქართველოს ფინანსური სისტემის თავისებურებას გავითვალისწინებთ, სადაც საქართველოს ბანკის ჰეგემონიაა და სადაც ბანკების არაპროფილური აქტივები რეალურად არაა გამიჯნული, მონოპოლისტის შექმნის საფრთხე რეალურია. „საქართველოს ბანკი ჰოლდინგის” ფინანსური შესაძლებლობები ძალიან დიდია და ის, შესაძლოა, ამ არაპროფილური აქტივის საშუალებით დაეპატრონოს მთელ ფარმაცევტულ ბაზარს,“ – აცხადებს კუკულაძე.


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ აქტიურად ფართოვდება. მიმდინარე წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მან იაშვილის რეფერალურ საავადმყოფოში დარჩენილი 33,3%-იანი წილი შეიძინა. 


GHG -ი იაშვილის კლინიკის საკონტროლო პაკეტს -  66.7%-ს 2014 წლის თებერვლიდან ფლობს.

 

აქციებში GHG -ი $1 მილიონს გადაიხდის. და თავის სრულ აქტივებს „ახალ სიცოცხლეს“ გადასცემს, რომლის 100%-იან წილს ასევე 2014 წლის თებერვლიდან ფლობს.

 

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ  „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” , რომელსაც Georgia Healthcare Group მართავს, ყოფილ ლეჩკომბინატს (შპს „დეკა”) ყიდულობს.


12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გარიგების შემდეგ, „ევექსის” მფლობელობაში გადავიდა თბილისში, ქავთარაძის N16-ში მდებარე  350- საწოლიანი საავადმყოფო, რომლის მფლობელობაში ასევე არის 2,4 ჰა მიწის ნაკვეთი.  


ამ ეტაპზე GHG-ის საკუთრებაშია 44  ჯანდაცვის ობიექტი, ჯამში 2 588 საწოლზე გათვლილი.


საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი „საქართველოს ბანკი ჰოლდინგის” ჯგუფის წევრია   და ის სამედიცინო კორპორაცია ევექსს და სადაზღვევო კომპანია იმედი L-ს მართავს.

 

საქართველოს ბანკმა არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ 2014 წლის დეკემბერში განაცხადა. 

 

თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილის შეფასებით, რეალურად „ევექსი“ საქართველოს ბანკის არაპროფილური ბიზნესია ისევე როგორც სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატი,“ რომელიც ასევე სწრაფად ვითარდება სამშენებლო ბაზარზე და უკვე სასტუმრო ბიზნესშიც შევიდა.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up