საქართველოს ბანკის დაფინანსებით სოციალურად დაუცველი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდისთვის უფასოდ მოემზადებიან

საქართველოს ბანკის დაფინანსებით სოციალურად დაუცველი აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდისთვის უფასოდ მოემზადებიან

access_time2016-05-24 14:26:27

საქართველოს ბანკის და კომპანია „ნებულას” შორის თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს, საშუალება ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, სრულიად უფასოდ მოემზადონ საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/-ზე. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, ყველა აბიტურიენტს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია” საშუალება აქვს სრულიად უფასოდ დარეგისტრირდეს ონლაინ კურსზე და მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.


„უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის დამატებით მომზადება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის  ფინანსურად ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია. საშუალოდ 38 ათასი აბიტურიენტიდან, 7 000 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველია. საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია ახლაგზარდების განათლება, მოხარული ვარ, რომ დღეიდან ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს საშუალება ექნება, სრულიად უფასოდ გაიაროს რეგისტრაცია ონლაინ პლათფორმაზე და მომეზადოს მისაღები გამოცდებისთვის. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“ აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ. 

საგანმანათლებლო ონლაინ პლათფორმა http://nebula.ge/ კომპანია “ნებულას” აკადემიური გუნდისა და ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.



აღნიშნული პლათფორმა, აბიტურიენტს შესაძლებლობას აძლევს ონალაინ რეჟიმში მოემზადოს მისაღები გამოცდებისთვის, კერძოდ ზოგადი უნარების გამოცდისთვის, რომელიც სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის უფასო პლათფორმაზე ხელმისაწვდომობა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა გაიზრდება.


სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ონლაინ პლათფორმაზე უფასოდ რეგისტრაცია 24 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ, ვებ-გვერდზე http://nebula.ge/



ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up