საქართველოს ბანკის BOG Fintech-ის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi იმართება

საქართველოს ბანკის BOG Fintech-ის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi იმართება

access_time2018-11-07 16:27:07

საქართველოს ბანკის BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi იმართება.


ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობს მონაცემებთან ან დაინტერესებულნი არიან მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით.


სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon, TransferWise, Zalando და 30 სხვაკომპანიიდან. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ჩატარებულ კონფერენციას ესწრება სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მონაწილე. მათშორის, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერებიდა ა.შ.


წლევანდელი ფესტივალი 6 ძირითად თემას მოიცავს .ესენია: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.



მონაწილეებმა პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციული გამოსვლები მოისმინეს, მეორე დღეს კი გაიმართება თემატური სემინარები. მესამე დღე დაეთმობა datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.


„მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილებისმიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.








ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up