საქართველოს ბანკის ახალი ინტერნეტბანკი თანამედროვე სტანდარტების და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა

საქართველოს ბანკის ახალი ინტერნეტბანკი თანამედროვე სტანდარტების და ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა

access_time2020-02-03 15:58:33

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ბანკი, მუდმივად ცდილობს აქცენტი ტექნოლოგირ სიახლეებსა და არსებული შესაძლებლობების განახლებაზე გააკეთოს. გამონაკლისი არც ბანკის ინტერნეტბანკია, რომლის განახლებაც სწორედ მომხმარებლის საჭიროებების შესწავლის შედეგად განხორციელდა. შედეგმაც არ დააყოვნა და  საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

 

თუ რა ცვლილებები განხორციელდა ახალ ინეტრნეტ ბანკში, ამას დეტალურად მოგიყვებით:

 

 საქართველოს ბანკის ახალი ინტერნეტბანკისთვის ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა შეიქმნა, რის შედეგადაც საქართველოს ბანკის ყველა ელექტრონულ არხში მომხმარებლები იდენტიფიკაციას გაივლიან ერთი მომხმარებლის სახელით და პაროლით. თუ ფიზიკური პირი არის რამოდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში ან ფიზიკური პირების იბანკში, ისე რომ აღარ დასჭირდება დამატებით მომხმარებლის სახელის და პაროლის მითითება.

 

განახლების შედეგად შესაძლებელია ორი განსხვავებული ავტორიზაციის მეთოდი: მარტივი, მომხმარებლის სახელით და პაროლით, და რთული: მომხმარებლის სახელით, პაროლით და ერთჯერადი კოდით. ამასთანავე, ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტბანკისთვის  მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული ავტორიზაციის მეთოდი. ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პაროლი და ავტორიზაციის მეთოდი.

 

ახალი ინტერნეტბანკი კიდევ უფრო მეტად მოსახერხებელია კომპანიის დირექტორებისთვის, რადგან მათ ახლა უკვე ინტერნეტბანკიდანვე შეუძლიათ საკუთარ თანამშრომელს გაუწერონ ინტერნეტბანკზე წვდომა და მისცენ სხვადასხვა ტიპის უფლებები. აქამდე ამისთვის საჭირო იყო სერვისცენტრში ვიზიტი და მინდობილობის გაფორმება. გარდა ამისა, უკვე შესაძლებელია კომპანიის დირექტორმა, რომელსაც საქართველოს ბანკში უკვე აქვს კომპანიის ანგარიში გახსნილი და ამასთანავე აქვს ფიზიკური პირის ბარათი, ინტერნეტბანკი  დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაქტიუროს.

 

ასევე, მომხმარებელს ინტერენტბანკიდანვე შეუძლია შეუკვეთოს ბიზნეს ბარათი, გახსნას ანგარიში და ანაბარი, მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია. ამასთან, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა პროდუქტზე (ანგარიშებზე, ბარათებზე, დეპოზიტებზე, სესხებზე, გარანტიებზე, ფასიან ქაღალდებზე, და ა.შ.) საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ბარათების ნაწილში სიახლე არის ის რომ, მას აქვს შესაძლებლობა, გაიაქტიუროს ბარათის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი, ასევე დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები.


 

სიახლს წარმოადგენს Swift tracking- იც. მისი საშუალებით ინტერნეტბანკიდან მომხმარებელს შეუძლია ადევნოს თვალი მის მიერ შესრულებულ სავალუტო გადარიცხვას, მიიღოს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში  თუ სად არის თანხა.

 

საქართველოს ბანკმა სრულიად განაახლა გადარიცხვების და გადახდების მოდული და ის მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლების საჭიროებებს.

 

ინტერნეტბანკიდან ასევე შესაძლებელია iPay-ს და პოს-ის განაცხადის რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ iPay არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში. iPay საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთან, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა.

 

ასევე, მეტად კომფორტულია ისიც, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკის კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ვალუტის კონვერტაციის შეღავათიანი კურსით, 24 საათის განმავლობაში.  

 

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი საშუალებას იძლევა თქვენი კომპანიის საბუღალტრო პროგრამა დააინტეგრიროთ ბანკის API ინტერფეისთან და შეასრულოთ ოპერაციები პირდაპირ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. საბუღალტრო პროგრამაში შესრულებული ოპერაციები, პირდაპირ აისახება საბანკო პროგრამაში. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაში API სერვისებით შესაძლებელია ამონაწერების ინტეგრაცია.


დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ www.bonline.ge


(R)

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up