საბანკო სექტორის მომგებიანობა კაპიტალზე (ROE) 25.6%-ია.
კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის და პირველ ადგილს იკავებს.
მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგში მე-3 პოზიციაზე ტერაბანკია. მას მოყვება გერმანული საბანკო ჯგუფის წევრი პროკრედიტ ბანკი და ჩინური ჰუალინგ ჯგუფის წარმომადგენელი ბაზისბანკი.
1-ელი ნოემბრის მონაცემებით, ბანკების შვიდეული ROE-ს მიხედვით ასეთია:
საქართველოს ბანკი - 32.87%
თიბისი ბანკი - 30.48%
ტერა ბანკი - 20.88%
პროკრედიტ ბანკი - 18.44%
ბაზისბანკი - 17.94%
ლიბერთი ბანკი - 16.85%
კრედო - 14.47%