“საქართველოს ბანკი“ საბანკო მომსახურების პირობებს ცვლის - დეტალებს ბანკი “კომერსანტთან“ განმარტავს

“საქართველოს ბანკი“ საბანკო მომსახურების პირობებს ცვლის - დეტალებს ბანკი “კომერსანტთან“ განმარტავს

access_time2019-08-13 11:00:19

გუშინ, “საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს, როგორც ფიზიკურ, მათ შორის SOLO  სტატუსის მქონე პირებს, ასევე იურიდიულ პირებს  ესემეს შეტყობინებით ეცნობათ, რომ ცვლილებები შედის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებში. 


საქართველოს ბანკი: გაცნობებთ, რომ 01.10.2019-დან ცვლილებები შედის ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობებში. ცვლილებები შეეხება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების/გადასახდელების გადახდის წესს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.bankofgeorgia.ge , ტელ: 0322444444. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ბანკის მომსახურებით.


თითქმის ანალოგიური ტექსტი მიიღეს SOLO  სტატუსის მქონე  და იურიდიულმა პირებმაც.


რა ცვლილებებს გეგმავს ფინანსური ინსტიტუტი? დეტალების გასარკვევად „კომერსანტმა“ „საქართველოს ბანკს“ მიმართა. 


ბანკის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:




2019 წლის  01 ოქტომბრიდან ცვლილებები და დამატებები შედის ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო მომსახურების საერთო პირობებში, რომლის მიხედვით ზუსტდება ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების/გადასახდელების დაფარვის წესი. 


 
აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს:


 
·         ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების თუ გადასახდელის დაფარვის მიზნით, ბანკს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს, ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშიდან თანხა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის  ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა, ბანკს აქვს უფლება დაუშვას ოვერდრაფტი  და მოახდინოს ვალდებულების დაფარვა.  


 
·         ბანკს ვალდებულებისა და გადასახდელის დაფარვის პრიორიტეტულობის განსაზღვრის შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია  ვალდებულებისა და გადასახდელისთვის რიგითობის მინიჭება.


 
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის  შესაბამისად, მომხმარებელს არანაკლებ 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს საბანკო მომსახურების პირობების ცვლილების თაობაზე.  


დეტალური ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-ვერდზე:www.bankofgeorgia.ge.   


ბაჩო ადამია






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up