საქართველოს ბანკი რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

საქართველოს ბანკი რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს

access_time2018-06-29 17:03:52

საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა. ღია ბანკინგი (open banking)მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა.


BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ან გასავითარებლად საჭირო რესურსი დღეისათვის არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის ფინტექ ჰაკათონების მოწყობა, რომელთა გამარჯვებულებს გადაეცემათ გრანტები და საშუალება ექნებათ პროექტის განვითარება საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ.


აღსანიშნავია, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.



საქართველოს ბანკის ორგანიზებით 14-16 სექტემბერს გაიმართება პირველი ფინტექ ჰაკათონი, რომელიც გადახდების მიმართულებით საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.fintech.ge


“საქართველოს ბანკს ჰყავს ერთერთი ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი რეგიონში. ეს საშუალებას გვაძლევს საბანკო მომსახურების მობილური და ინტერნეტ აპლიკაციები სრულად შეიქმნას კომპანიის შიგნით და ამასთანავე, მომზადდეს პროგრამული გარემო შემდეგი თაობის, ღია ბანკინგის კონცეფციის დასანერგად. მოხარულივარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისების API-ს, წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონსაშუალებაგანავითარონსაუკეთესოიდეებიჩვენიმომხმარებლებისთვისახალი, კომფორტულიდათანამედროვესერვისებისწარსადგენად“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.








ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-25 21:00:12
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.     2....

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up