საქართველოს ბანკი მორიგ „პრო ბონო“ აქტივობაში ჩაერთო

საქართველოს ბანკი მორიგ „პრო ბონო“ აქტივობაში ჩაერთო

access_time2022-11-23 13:30:56

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას და „პრო ბონო“ აქტივობებში ჩართვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის თანამშრომლებმა ხელი შეუწყვეს სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილე ახალგაზრდა ლიდერს, თაზო ჯოჯუას.

აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში 16 წლის თაზო ჯოჯუამ „საუკეთესო სათემო ინიციატივების“ კონკურსში წარსადგენად ვიდეო და პრეზენტაცია მოამზადა. მასალა მის მიერ ასკანის თემში განხორციელებულ საგანმანათლებლო, ინოვაციური და საინტერესო პროექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში, სადაც 108 ბავშვი სწავლობს, წლების განმავლობაში ინტერნეტთან და საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომა გამოწვევად რჩებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაზო ჯოჯუამ ფაინდრაიზინგით 20 000 ლარის შეგროვება გადაწყვიტა და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის ციფრული სივრცეც შექმნა. აღნიშნული სივრცე წარმატებით ფუნქციონირებს და მასში უკვე რამდენიმე პროექტიც განხორციელდა.

„საინიციატივო ჯგუფი „ციფრული სივრცის“ სახით ჩამოვაყალიბე, ჩემს გარშემო გავაერთიანე ის მასწავლებლები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და ჩემი თანამოაზრეები იყვნენ. შედეგად UNISEF-თან და Helping Hand-თან თანამშრომლობით პირველი პროექტი - „ახალგაზრდა მოხალისეობის ხელშეწყობა“ განვახორციელეთ და მოხალისეთა კლუბიც დავაფუძნეთ. კლუბი სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ აქტივობას ახორციელებდა. მაგალითად, პოსტ პანდემიური სტრესის შემცირება, როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. ამ მიზნით, კლუბის წევრების მიერ, მოზარდებისთვის არაერთი კონკურსი ჩატარდა. გარდა ამისა, განვახორციელეთ დასუფთავების აქცია, სოფლად მცხოვრები მოხუცებისა და მარტოხელა ადამიანებისთვის, ნერგების დარგვის აქცია და სხვა მსგავსი აქტივობები“, - განაცხადა ახალგაზრდა სათემო ლიდერმა, თაზო ჯოჯუამ.

საქართველოს ბანკი, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია „პრო ბონო ქსელის“ წევრია. ეს მოიცავს თანამშრომლების სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას.


„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთერთ უცლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და წლებია უკვე ჩართული ვართ „პრო ბონო ქსელის“ მიერ წამოწყებულ აქტივობებში. ეს გულისხმობს საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მრავალფეროვან ტრენინგებში ჩართულობას და სხვა სახის მხარდაჭერას. „პრო ბონო“ ინიციატივით მხარს ვუჭერთ სათემო ორგანიზაციებს. წელს ჩვენ ასევე ჩავერთეთ სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილეობისთვის ლიდერების მომზადების პროცესში. ახალგაზრდა ლიდერები რეგიონისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებენ. ეს დღე მათთვის ერთგვარი აღიარება და მათი შრომის დაფასებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ასეთ ახალგაზრდებს, რომლებიც რეგიონში მსგავი ინიციატივებით გამოირჩევიან“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, საქართველოს „პრო ბონო ქსელის“ წევრი 2016 წელს გახდა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი რესურსი საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართა. ეს არის ქალების, ახალგარზდების, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებაზე მიმართული. თუ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა. „პრო ბონო“ ლათინური გამოთქმის შემოკლებული ფორმაა, რაც ნიშნავს „საზოგადოების საკეთილდღეოდ“.





TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up