საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს

საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს

access_time2020-08-06 14:47:15

საქართველოს ბანკი პანდემიით შექმნილი გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ ეტაპზე ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსის“ მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. 


პროექტის მიზანია პანდემიით გამოწვეული შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა. პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი თავის შესაძლებლობების, განავითარონ არსებული უნარები და რიგ შემთხვევაში,  ახალი, მომავლის პროფესიები შემოსავლის წყაროდ აქციონ. პროექტის  ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ თოქებისა და ბლოგების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე  დღეს  არსებული ვითარება და  ასევე,  მომავლის პროფესიები.


„ახალი რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები.  გამოწვევაზე ლოგიკური  პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გვინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა განვითარდნენ ახალი მიმართულებით. რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია არ გაჩერდნენ და გააგრძელონ წინსვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც  ადამიანებს ეხმარება ახალი პროფესიების მოძიება / ათვისებაში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია, კონტენტ მენეჯმენტი ან თუნდაც ვებ დეველოპმენტი. ამიტომ ჩემი რჩევაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ და განავითარეთ საკუთარი თავი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.


საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია „ინსორსის“ მენეჯერი მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ პანდემიის გამოცხადებიდან შრომის ბაზარზე შეინიშნებოდა პასიურობა, მაგრამ არ შეჩერებულა და კვლავ მზარდია მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, დისტრიბუტორი, შესყიდვების მენეჯერი და მოთხოვნა-მიწოდების სპეციალისტები.


„საქართველოს შრომის ბაზარი ტრანსფორმაციას განიცდის და საკმაოდ საინტერესო ტენდენციები შეინიშნება. მომავლის  პროფესია ყველა ის  საქმიანობაა, რომელიც ციფრულ ეკონომიკას და მომხმარებლის შეცვლილ ქცევას სჭირდება. ბიზნესის განვითარება გულისხმობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ვამბობთ, რომ დეველოპერები, მონაცემების ანალიტიკოსები, ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტები, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროფესიონალები და ზოგადად ყველა ის  საქმიანობა, რომელიც  ქმნის ან ცვლის ინფორმაციულ და კომუნიკაციების ტექნოლოგიებს მომავლის პროფესიებია. 



შესაძლებელია, რომ გარემოებები იმ ადამიანების სასარგებლოდ მოქმედებს, ვინც საკუთარ პროფესიებს გადახედეს, რადგან მათ  აქვთ შესაძლებლობა საკუთარი საქმიანობა სრულიად შეცვალონ, გახდნენ მაგალითად ვებ-დეველოპერები, ინფლუენსერები, ქოფირაითერები, ინდივიდუალური მეწარმეებიც კი. ამიტომაც შესაძლებელია, ბევრმა აიხდინოს ოცნება- აკეთოს საქმე, რომელიც გიყვარს და სარგებელიც მოაქვს“, - განაცხადა მედეა ტაბატაძემ.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up