საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
23 იანვარს საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-ი, ebay და etsy.