საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს

access_time2019-03-25 13:25:23

საქართველოს ბანკი, ღია ბანკინგის სტრატეგიის ფარგლებში ფინტექ სფეროს განვითარებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველმა დამფუძნებელმა, თამაზ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც 178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით.


სპიკერმა ისაუბრა, თუ როგორ შეძლო 2013 წელს გერმანიაში დაფუძნებულმა პლატფორმამ 4 მილიარდ დოლარამდე ტრანზაქციის განხორციელება და მომხმარებლის მოზიდვა ევროპის 31 ქვეყნიდან. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო, საგამოფენო ნაწილში კი 10-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა.



საქართველოს ბანკი სტრატეგიულ მიზნად ისახავს საქართველოში ფინტექ მიმართულების განვითარებას. სწორედ ამიტომ, BOG Fintech თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Startup Grind Tbilisi, Google Developers Group, Data Science Tbilisi და Product Tank Tbilisi.


ინფორმაციისთვის, ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიცმიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge შექმნა.





საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up