საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს

access_time2019-07-10 11:16:37

საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოსა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე. შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“.


ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები.



საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, წლებია მხარს უჭერს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, აფინანსებს განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო პროექტებს და თავადაც ქმნის მათ. ამ მიზნით, ბანკმა შექმნა სრულიად ახალი ვებ პლატფორმაც www.boe.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება.








ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up