საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ამერიკელი როკ-მუსიკოსის ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ამერიკელი როკ-მუსიკოსის ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს

access_time2019-12-17 13:52:26

- საქართველოს ბანკისა და SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს - “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება.


როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან “RAISE VIBRATION”, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.


ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ, TKT.Ge-ზე tkt.ge/LennyKravitz


SOLO CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ. 26 დეკემბრიდან კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის 95 ლარიდან დაიწყება.


ლენი კრავიცის შესახებ



ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრის - როკის, ფანკის, სოულის სინთეზს. მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში „როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“. ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით “Let Love Rule” 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით “RAISE VIBRATION” კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა.


გარდა მუსიკალური კარიერისა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში “Precious”.კრავიცმა ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შეასრულა “Hunger Games”-ში.


აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom Perignon.


2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით..“


ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით „Here to Love” ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის „საუნდთრექი“ იქნება. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მუსიკოსმა ვიდეო-მიმართვაც ჩაწერა: 




(R)







ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up