საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით სრულიად ახალ მეთოდს QR გადახდებს ნერგავს

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ მეთოდს QR გადახდებს ნერგავს

access_time2018-12-05 14:44:52

საქართველოს ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ს ნერგავს. QR PAY წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს,მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის.


იმისათვის, რომ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეძლონ QR-ით სარგებლობა, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და სრულიად უფასოდ ჩაერთონ QRPAY-ს გადახდის სისტემაში. ამასთან, ისინი უნდა ფლობდნენ საქართველოს ბანკში მინიმუმ ერთ მიმდინარე ანგარიშს, ეროვნულ ვალუტაში. მცირე მეწარმეებისთვის QR PAY-ს გადახდის სერვისი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სრულიად უფასო იქნება. 1 წლის შემდეგ კი, მხოლოდ სავაჭრო ბრუნვაზე დამოკიდებულ საკომისიოს გადაიხდიან, რაც მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.


რაც შეეხება მომხმარებელს, QR PAY-თ გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილ ბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QRPAY-თგადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილ ბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. მიმდინარე ეტაპზე უკვე 800 სავაჭრო და მომსახურების ობიექტშიაQR PAY-თ გადახდა შესაძლებელი, მათი რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება.მომხმარებელსQR-ის ფუნქციონალი (ნიშანი) მობილბანკის აპლიკაციაშიეტაპობრივად გამოუჩნდება აპლიკაციის განახლებისთანავე.



„ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. ამასთან, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის,მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით და ამავე დროს, განავითაროს საკუთარიბიზნესი“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.


მომხმარებლების წახალისებისმიზნით საქართველოს ბანკი QR გათამაშებასაც იწყებს! იმ მომხმარებელს თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ვინც ყველაზე მეტჯერ გადაიხდის QR PAY-თ, შესაძლებლობა აქვს მოიგოს 2 კაციანი საგზური ევროპაში. გათამაშების ფარგლებში ჯამში გამოვლინდება 16 გამარჯვებული. QR PAY-თ პროდუქციის თუ მომსახურების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, სადაც განთავსებულია QR PAY-ს მანიშნებელი.


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრებს: გათამაშებასთან დაკავშირებით:032444 444; QR PAY-ს მხარდაჭერის სამსახური: 032 444 490, ან მიმართოთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს.








ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up