საქართველოს ბანკი  ქართველ ბიზნესმენსა და  BGEO Group Limited –ს  შორის არსებულ დავაზე ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბრობს

საქართველოს ბანკი ქართველ ბიზნესმენსა და BGEO Group Limited –ს შორის არსებულ დავაზე ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბრობს

access_time2018-09-28 20:00:41

საქართველოს ბანკი  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქართველ ბიზნესმენსა და  ინგლისში რეგისტრირებულ  BGEO Group Limited–ს  შორის არსებულ დავაზე ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბრობს.  როგორც ცნობილია, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  BGEO Group Limited–ს     კოლოსალურ თანხას ედავება, რაც  დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

„საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited რომან ფიფიას მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხეა.

 

 

BGEO Group Limited  სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თავის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ  სარჩელში საქართველოს ბანკიც იყო მოპასუხედ დასახელებული, თუმცა 2018 წლის 27 აპრილს, რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. ბანკი, რომელიც BGEO Group Limited -ის არაპირდაპირი შვილობილი კომპანიაა, არ არის ინგლისის სასამართლოში მიმდინარე პროცესის მხარე და შესაბამისად აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. 

 

საქართველოს ბანკი ქვეყნის სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკია და მისი ფინანსური სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორს. საქართველოს ბანკი -  10 მილიარდ ლარზე მეტი აქტივით, რომელიც საბაზრო წილის დაახლოებით 33.8%-ია, საკუთარი კაპიტალით და ლიკვიდური აქტივების მოცულობით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში (რეგიონში)“–აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.



შეგახსენებთ, primetime–ის ინფორმაციით, ინგლისში რეგისტრირებულ  BGEO Group Limited-ს  რომელიც საქართველოს ბანკის აქციონერია, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  კოლოსალურ თანხას ედავება, რაც  დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


 

ასევე საჯარო წყაროებიდან ცნობილია, რომ 2018 წელს BGEO Group Limited–ი   ორ ინგლისურ კომპანიად გაიყო: „ჯორჯია კაპიტალი“ და „საქართველოს ბანკის ჯგუფი“. სწორედ  ეს უკანასკნელია  ს.ს. საქართველოს ბანკის ძირითდი აქციონერი. გაყოფის პროცესში ახალმა კომპანიებმა მისცეს ერთმანეთს პირობა, რომ თუ ძველ „ბიჯეო ჯგუფს“ წარმოეშვება რაიმე ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებული იქნება გაყოფამდე პერიოდთან, ეს ახალი კომპანიები გაინაწილებენ პასუხისმგებლობას წარმოქმნილი ვალდებულების გასასტუმრებლად.


 

სავარაუდოდ, საქართველოს ბანკს, თავის მხრივ ექნება გაცემული გარანტია თავისი აქციონერის მიმართ, რომ თუ „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ დაეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა გაყოფამდე პერიოდთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას ასეთი ვალდებულებების გასტუმრებაზე.


 

ასევე primetime საჯარო წყაროებზე დაყრდნობით  წერს,  რომ გაყოფის შემდეგ შექმნილი ახალი კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე რეზერვის შექმნას და აპირებენ თავიანთი პოზიციების დაცვას ინგლისის სასამართლოში.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 





შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up