მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციასა“ და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს“ შორის. ინფორმაციას ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.
„ურთიერთანამშრომლობის მთავარი მიზანია:
• ავტომობილის გამონაბოლქვის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა ;
• საქართველოში რეალიზებული საწვავის ხარისხის მონიტორინგის განხორციელება.
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
• საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ღონიძიებების მოწყობა და წინადადებების შემუშავება;
• თანამშრომლობა ჯანსაღი კონკურენციის მისაღწევად და ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად;
• ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.