საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებადი ავიაკომპანიებიდან 2021 წელს ყველაზე მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Buta Airways-მა აჩვენა. AviaNews-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Buta Airways-ის რეისებზე დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტმა 2021 წელს 92%-ი შეადგინა.
რეიტინგში მეორე ადგილზე ისრაელის ავიაკომპანია El Al-ა, რომლის დატვირთულობამაც 2021 წელს 82%-ი შეადგინა. მესამე პოზიციაზე კი ირანული ავიაკომპანია Qeshm Air-ია, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ავიაკომპანიის რეისებზე საჰაერო ხომალდების დატვირთულობამ 2021 წლის განმავლობაში 80%-ი შეადგინა.
მაშ ასე, 2021 წლის TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგი დატვირთულობის მაჩვენებლით ასეთია:
Buta Airways – 92%,
El Al – 82%,
Qeshm Air – 80%,
Arkia – 78%,
Air Astana – 78%,
Belavia – 77%,
Kuwait Airways – 77%,
Pegasus Airlines – 76%,
LOT Polish Airlines – 74%,
SCAT Airlines – 74%.
avianews.ge