საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო

access_time2022-07-01 10:00:00

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქ რიადიდან და ჯედადან საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ პირველი პირდაპირი რეისები Airbus A320neo ტიპის სრულიად ახალი საჰაერო ხომალდებით შეასრულა.


პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ავიაკომპანია Flyadeal-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების რამდენიმე თვიანი პროცესი აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.




,,გვაქვს საკმაოდ დადებითი ტურისტული მოლოდინები. ჩვენს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა.


დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ერდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. მოხარულები ვართ, რომ პირველსავე რეისზე ხომალდი სრულად იყო ჩამომფრენი მგზავრებით დატვირთული. საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება. იმედი გვაქვს, რომ მალე Flyadeal საქართველოს სხვა აეროპორტებშიც იფრენს,-“აცხადებს თამარ არჩუაძე.



ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ერთდროულად საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან ასრულებს, 4 ივლისიდან რიადს და ჯედას ქალაქი დამამიც დაემატება. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.




თეგები:
Flyadeal



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up