საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2020-06-02 21:35:16

საერთაშორისო პრესა საქართველოს პოსტ-კოვიდურ სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებს. უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო აღიარება ი წარმატებული მუშაობის შედეგია, რომელიც ქვეყანამ COVID-19-თან ბრძოლაში გასწია. სამომავლოდ უსაფრთხო და კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სამოგზაუროდ სწორედ საქართველოს აირჩევენ.



“საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში ნახა საერთაშორისო უმაღლესი შეფასება და აღიარება, რომელიც გამოისახება ისეთი გამოცემების აღიარებით როგორებიც არის "ფორბსი", "ვაშინგტონ პოსტი", "კონდენასტ თრეველი" და სხვა. აღსანიშნავია ალბათ მათ შორის "ფორბსის" გამოცემა, რომელმაც საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა რომელიც გახდება ტურისტულ რუკაზე ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება და კიდევ ერთხელ აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის რაც საქართველოს მთავრობამ გასწია COVID-19-თან ბრძოლაში და ეს ჩვენს ქვეყანას უკეთებს ისეთ პოზიციონირებას, რომელიც იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მომავალი ტურისტისთვის უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემო. ანუ COVID-19-გან თავისუფალი ზონა იქნება პირველი პრიორიტეტი, როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ აარჩიონ სამოგზაურო მიმართულება. ნებისმიერი დადებითი შეფასება რომელსაც საქართველო მოიპოვებს მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ქვეყანაში ტურიზმისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up