„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია“ დაფუძნდა

„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია“ დაფუძნდა

access_time2020-10-29 19:30:00

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა. ასოციაციის ინფორმაციით, „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია“ (GABA) 2020 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა და აგრარული სექტორის მსხვილი წარმომადგენლების გაერთიანება უკვე დაიწყო. მათივე ცნობით, „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს მსხვილი ბიზნესის სოფლის მეურნეობით დაინტერესებას.


„ასოციაციის ძირითადი მიზნებია:


●სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის გაზრდა, არსებული ბიზნეს ერთეულების გაფართოება-გამსხვილება, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა;
●აგარობიზნესში ჩართული კომპანიების, კოოპერატივების, ფერმერების და სოფლის მეურნეობით და კვების ინდუსტრიით დაინტერესებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ბიზნეს პლატფორმის შექმნა;
●აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, კაპიტალის კონცენტრაციის გაზრდის ხელშეწყობა;
●სოფლის მეურნეობის და კვების ინდუსტრიის მწარმოებლურობის გაზრდის ხელშეწყობა;
●პასუხისმგებლიანი აგრობიზნესის მხარდაჭერა გარემოსცადვითი და სოციალური მიმართულებებით;
●კონკურენტული ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფართოების მაქსიმალური ხელშეწყობა;
●მეცნიერულ ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებზე, კვლევებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბიზნესის მხარდაჭერა.


GABA-ში განმარტავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირება, დადებითი ნეტო ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19 პანდემიამ.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რამაც ხელი შუწყო საექსპორტო წარმოების გაზრდას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას, ინვესტიციების ზრდას, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე. თუმცა, გამოწვევები აგრარული სექტორში მაინც ბევრია, მათ შორისაა, ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილების დეფიციტი; მიწის რესურსების დაბალი კონცენტრაცია და გამოყენების დაბალი მაჩვენებელი; კოოპერაციის მცირე რაოდენობა; პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმართაობა; შრომის დაბალი მწარმოებლურობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი; არასაკმარისი თანამედროვე ტექნიკა და სხვა.
„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ ამბობენ, რომ სწორედ ამ გამოწვევების შედეგია ზრდის დაბალი მაჩვენებელი და მნიშვნელოვნია არსებული რეალობის რადიკალური შეცვლა - მნიშვნელოვანია გაიზარდოს აგროსექტორის მწარმოებულურობა, საჰექტრო მოსავლიანობა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა.
„ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კაპიტალის კონცენტრაციისა და ინვესტიციების ზრდა, აგროსექტორი კი უნდა გახდეს ბიზნეს ორიენტირებული. მსხვილი კაპიტალის შემოსვლა გაზრდის მწარმოებლურობას, განავითარებს საშუალო და მცირე ბიზნესს, შექმნის ახალი მიწოდების ჯაჭვებს. მსხვილი კაპიტალი და ბიზნესი ძლიერი საბაზრო ძალაა, რომელიც განვითარებაზე, მოგებაზე და ინოვაციებზეა ორიენტირებული და ასეთივე ორიენტირს მისცემს სოფლის მეურნეობას“, - განმარტავენ ასოციაციაში.



„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად ქვეყანას სჭირდება:


●მსხვილი ბიზნესი, რომელიც მზად არის განახორციელოს ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში;
●კოოპერატივები, რომლებიც მზად არიან მოახდინონ სოფლად არსებული რესურსების სინერგია და გახდნენ უმნიშვნელოვანის რგოლი მთლიან ჯაჭვში;
●ფერმერები, რომლებიც ქმნიან უნიკალურ, ექსკლუზიურ პროდუქტებს და საფუძველს უყრიან ახალ მიმართულებებს;
●ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ქმნიან სექტორზე მორგებულ ახალ და ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს;
●სამეცნიერო და საგანამნათლებლო ინსტიტუტები, ახალი ცოდნის დანრეგვისათვის, ახალი იდეების გაცნობისათის, ახალი კადრების აღზრდისათვის;
●სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ქმნიან ჯანსაღ და სამართლიანი ბიზნესგარემოს, მუდმივად სრულყოფენ ინფრასტრუქტურას.


„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტია მიხეილ ჭკუასელი, პირველი ვიცეპრეზიდენტი კი ირაკლი ჩიქავა. ახალდაფუძნებული ასოციაცია აერთიანებს აგროსექტორის მსხვილ ბიზნეს ერთეულებს, კოოპერატივებს, საინვესტიციო ფონდებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასოციაციებს და პროფესიულ გაერთიანებებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს“–ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
ასოციაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up