საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 93%-იანი კლებაა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 93%-იანი კლებაა

access_time2021-03-17 12:10:00

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 93%-იანი კლებაა. ​AviaNews-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 42 956 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი 596 801 მგზავრს, შესაბამისად კლება 92,80%-ის დონეზეა.


2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები კი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 93,14%-ით ნაკლებია.


საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლება პირდ​აპირ კავშირშია COVID-19-ის პანდემიასთან, რომელმაც პირდაპირ დაარტყა საავიაციო ინდუსტრიას, ტურიზმს და ასე შემდეგ.


ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანა იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა.


ვირუსის გავრცელების ფონზე იძულებითმა ჩაკეტვამ რამდენიმე თვე გასტანა. რეგულარული ფრენების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცხადია შემცირებული ფრენების ფონზე მგზავრთნაკადმაც იკლო.



2021 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 42 018 მგზავრს მოემსახურა, რაც 89,48%-ით ნაკლებია აეროპორტის მიერ 2020 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ მგზავრთნაკადთან (399 565 მგზავრი) შედარებით.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 99,79%-ით შემცირდა. 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 327 მგზავრი გაატარა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 154 281 მგზავრი.


ორ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 373 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 99,07%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადთან. 2020 წლის იანვარ-თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 40 249 მგზავრს მოემსახურა.


რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2021 წლის ორი თვის დაჯამებული მონაცემებით 85 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 254 მგზავრით, შესაბამისად 93,65%-ით ნაკლებია ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტი 1 339 მგზავრს მოემსახურა.


ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 2 თვეში 34 მგზავრი მიიღო, რაც 108 მგზავრით ნაკლებია (-76,06%) ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.


2021 წლის იანვარ-თებერვალის განმავლობაში, ნატახტარის აეროდრომი 92,80%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 2 თვეში ნატახტარის აეროდრომი სულ 42 956 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის 2 თვეში კი 596 801 მგზავრს.


avianews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up