საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლებაა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლებაა

access_time2020-11-12 09:30:00

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანამ რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ზოგიერთმა ავიაკომპანიამ რეისები რამდენიმე კვირით შეაჩერა, ხოლო ნაწილი შეამცირა.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 799 ათას 16 მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 564 ათას 38 მგზავრს, შესაბამისად კლება 82.49%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით კი კლება 81.71%-ია.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეგულარული და არარეგულარული რეისებით​ გადაყვანილი მგზავრთნაკადის მოცულობა 82.90%-ით შემცირდა. 2020 წლის 10 თვეში აეროპორტმა სულ 556 ათას 635 მგზავრი გაატარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 მლნ 255 ათას 840 მგზავრი. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 83,06%-ითაა შემცირებული.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადის 91.04%-იანი კლებაა. 2020 წლის 10 თვეში რეგულარული და არარეგულარული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 51 ათას 217 მგზავრის მომსახურება მოახერხა და ეს მაჩვენებლებიც ძირითადად 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების ხარჯზეა დაფიქსირებული.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 571 ათას 604 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 555 ათას 722 მგზავრს, შესაბამისად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 90.78%-ითაა შემცირებული.

74.52%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში აეროპორტი სულ 183 ათას 426 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში – 719 ათას 752 მგზავრს, ხოლო 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 512 ათას 417 მგზავრს. შესაბამისად, 2020 წლის 10 თვეში 2019 წლის 10 თვესთან კლებამ 74.52%-ი შეადგინა, ხოლო 2018 წლის 10 თვესთან შედარებით კი 64.20%-იანი კლებაა.

COVID-19-ის შედეგად შეზღუდვები შეეხო შიდა რეგულარულ ფრენებსაც. თუმცა მისი გახსნის შემდეგ, ზუსტად სეზონის პიკში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო და შესაბამისად შეჩერდა მესტიის აეროპორტის მუშაობაც. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მესტიის თამარ მეფის საერთაშორისო აეროპორტი 59.93%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში.


საანგარიშო პერიოდში 38.29%-იანი კლება დაფიქსირდა ამბროლაურის აეროპორტშიც. ნატახტარის აეროდრომს კი მგზავრთნაკადი 52.04%-ით შეუმცირდა.

რაც შეეხება 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებს 2019 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით ასეთია: 2020 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 19 ათას 415 მგზავრს, 2019 წლის ოქტომბერში კი 284 ათას 442 მგზავრს, შესაბამისად კლებამ 93%-ი შეადგინა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის ოქტომბერში მოემსახურა 131 მგზავრს, გასული წლის ოქტომბერში კი 47 ათას 536 მგზავრს. კლებამ შეადგინა 99.7%-ი.

რაც შეეხება ქუთაისს, 2020 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 209 მგზავრს, გასული წლის ოქტომბერში 90 ათს 134 მგზავრს, შესაბამისად მგზავრთნაკადის კლებამ 98.6%-ი შეადგინა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 82.49%-იანი კლება COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

“საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე”, განმარტავენ სააგენტოში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up