საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა პანდემიამ შეცვალა როგორც 2020 ასევე 2021 წლის მოლოდინები

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა პანდემიამ შეცვალა როგორც 2020 ასევე 2021 წლის მოლოდინები

access_time2021-04-08 20:00:00

2021 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა როგორც 2020 ასევე 2021 წლის მოლოდინები. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე, სადაც საავიაციო ინდუსტრიაზე COVID-19-ის გავლენაზე იყო მსჯელობა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდ სექტორს წარმოადგენს, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა.


“ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა, 2019 წელს გლობალურმა ზრდამ 4.9%-ი შეადგინა, ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6%-ის დონეზე დაფიქსირდა.


გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ 640%-ი შეადგინა.


საპროგნოზო მონაცემების თანახმად საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი იყო 2020 წელს მგზავრთანაკადის 15%-ით, 2021 წელს 10%-ით, ხოლო 2020 წელს 8%-ით ზრდა”, აცხადებს ვაკო ჭილაშვილი.


COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისების გაუქმება მოხდა. ​მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შეზღუდვების დაწესება საჰაერო მიმოსვლაზე.



“მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. ​სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა.


პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, აცხადებს ჭილაშვილი.


მისი განმარტებითვე, ​პანდემიის ადრეულ ეტაპზე საავიაციო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლების (მათ შორის Eurocontrol და IATA) პირველადი მოლოდინების თანახმად, საჰაერო მიმოსვლის თითქმის 80%-ით აღდგენა უკვე 2020 წლის ბოლოსათვის ივარაუდებოდა. თუმცა როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს 2020 დეკემბერში ფაქტობრივი მონაცემი -60%-ს შეადგენდა.



avianews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up