საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 84%-ით შემცირდა და 2010 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 84%-ით შემცირდა და 2010 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა

access_time2021-01-21 20:00:00

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 84%-იანი კლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის მაჩვენებლები 2010 წლის იდენტურია. AviaNews-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 833 846 მოემსახურა, 2019 წელს კი 5 209 466 მგზავრს, შესაბამისად კლება 83,99%-ის დონეზეა. 2020 წლის მაჩვენებლები 2018 წლის მაჩვენებლებთან 83,46%-ითაა შემცირებული.



ბოლო წლებში საქართველოს ავიაბაზარი ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველი იყო, რადგანაც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად სახელდებოდა და შესაბამისად ქვეყანას უცხოელი ტურისტების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა. ავიაკომპანიებისთვის საქართველოს ავიაბაზარი მიმზიდველი იყო ლიბერალური საავიაციო პოლიტიკითაც. თუმცა COVID-19-ის პანდემიამ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოს, სხვა ქვეყნების მსგავსად, მგზავრთნაკადი შეუმცირა, რადგანაც 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანა იძულებული გახდა საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჩაეკეტა. ვირუსის გავრცელების ფონზე იძულებითმა ჩაკეტვამ რამდენიმე თვე გასტანა. რეგულარული ფრენების გახსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს და ცხადია შემცირებული ფრენების ფონზე მგზავრთნაკადმაც იკლო.



ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადის სტატისტიკა ასეთია:


2018 წელი – 5 040 573 მგზავრი,

2019 წელი – 5 209 466 მგზავრი,

2020 წელი – 833 846 მგზავრი.




2020 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 590 123 მგზავრს მოემსახურა, რაც 84.02%-ით ნაკლებია აეროპორტის მიერ 2019 წელს გატარებულ მგზავრთნაკადთან (3692136 მგზავრი) შედარებით.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78,95%-ით შემცირდა. 2020 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 183 873 მგზავრი გაატარა, 2019 წელს კი 873 616 მგზავრი.



ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 412 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 91,76%-ით ნაკლებია 2019 წლის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადთან. 2019 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 624 151 მგზავრს მოემსახურა.



რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია გასული წლის დაჯამებული მონაცემებით 3 165 მგზავრს მოემსახურა, რაც 5 460 მგზავრით, შესაბამისად 63,30%-ით ნაკლებია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ თორმეტ თვეში 1 214 მგზავრი მიიღო, რაც 752 მგზავრით ნაკლებია (38,25%) ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.



2020 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7 133 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 495-ს, ხოლო ჩარტერული რეისების რაოდენობა კი 3 638-ს. 2019 განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, 2020 წელს რეისების რაოდენობა 70,75%-ით შემცირდა.




avianews.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up