„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა მონაწილეობა მიიღო „Routes Europe 2018“-ის ფორუმში

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა მონაწილეობა მიიღო „Routes Europe 2018“-ის ფორუმში

access_time2018-04-27 15:16:30

22-24 აპრილს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ავიამიმართულებების განვითარების ყოველწლიური ფორუმი „Route Europe 2018" გაიმართა. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ბასკეთში, რიგით მე-13 ყოველწლიურ ფორუმზე მონაწილეობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1200 დელეგატმა, მათ შორის 300 აეროპორტის, 100 ავიაკომპიისა და ტურიზმის 50 წარმომადგენელმა მიიღო. საქართველო ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" წარმოადგინა. ქართულ დელეგაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე ხელმძღვანელობდა.

 

სამდღიან ღონისძიებაზე განხილული იყო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების დატურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა. საფუძველი ჩაეყარა ახალ ავიამიმართულებებს.

 

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

 

„საავიაციო ფორუმზე ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები წარვადგინეთ. პირველ რიგში ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამ დროისთვის ფართოვდება და ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოლაპარაკება გვქონდა სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, მათ შორის Air Baltic-თან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტშისიხშირეებს ამატებს დამაისიდანკვირაში ოთხჯერ, ხოლო ივნისი-სექტემბერი - კვირაში 6 სიხშირით იფრენს" - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.


 


ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიებთან: Brussels Airlines, Eurowings, Nordica, SAS, Cobalt Air, Blue Air, SunExpress, Delta, WIzz Air და ევროპის აეროპორტების წარმომადგენლებთან. მათ შორის: Barcelona, Rome, Bologna, Berlin, Frankfurt, Athens, Larnaca, Milan Malpensa, Zaporizhzhya, Istanbul New Airport, Fraport Greece.

 

 

 

 

 

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up