„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საავიაციო მიმართულებების განვითარების ონლაინ ფორუმ ‘’Routes Reconnected”-ზე მონაწილეობს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საავიაციო მიმართულებების განვითარების ონლაინ ფორუმ ‘’Routes Reconnected”-ზე მონაწილეობს

access_time2021-04-26 15:40:00

26-29 აპრილს „ROUTES Reconnected“ ონლაინ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი გაიმართება. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.


ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ავიაფორუმი შარშან მსოფლიო ლოქდაუნის გამო არ გამართულა. წელს კი ფორუმი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 106 აეროპორტი და 116 ავიაკომპანია.



ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ეს არის პირველი მცდელობა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია კვლავ შეიკრიბოს და არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელოს. საუბარი შეეხება პანდემიის ფონზე აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას.




საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა საავიაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავს პლატფორმებში მონაწილეობის მიღება. ,,ფორუმზე ჩვენს პარტნიორ ავიკოამპანიებთან და აეროპორტებთან მიმოვიხილავთ საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას უკვე აღდგენილ მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე. პანდემიის ფონზე ფაქტობრივად, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები პირველად ვიკრიბებით და 2021 წელს ავიაციის აღდგენისა და სამომავლო გემგებზე ვიმსჯელებთ,“-განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.



პანდემიის ფონზე მიმდინარე ოთხდღიან ავიაფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, ონლაინ შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის პანელები გაიმართება. რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევები, რომელიც პანდემიამ მოიტანა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up