ქუთაისის აეროპორტში სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური მფლობელი 19 ნოემბერს გამოვლინდება

ქუთაისის აეროპორტში სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური მფლობელი 19 ნოემბერს გამოვლინდება

access_time2021-11-04 12:00:03

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს. მანამდე, 2014 წლიდან, ამ უფლებით კომპანია „ალმა“ სარგებლობდა, რომლის კონტრაქტსაც ვადა 2020-ში ამოეწურა.



აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.



გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება.



2014 წლის 22 აპრილს შპს „ალმა“ გახდა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლების მქონე კომპანია და ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურებას 2020 წლის აპრილამდე ახორციელებდა.

 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტში ტენდერი გამოაცხადა.


 

 

“ შპს “ალმას“ ხელშეკრულების ვადა 2020 წლის აპრილში გაუვიდა, ტენდერი ახალი ვადით გამოცხადდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა, 6-ჯერ გაიზარდა. ტენდერი მოიცავს შიდა და გარე ლანდშაფტსაც, შპს ალმას 6 წელი ჰქონდა ვადა, შემდეგ პანდემიის გამო აეროპორტი არ მუშაობდა, 2021 წლის 18 აპრილს ვიზეარმა დაიწყო ფრენების განხორციელება და ეტაპობრივად სხვა მიმართულებები და რეისები დაემატა“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

 

 

აპირებს თუ არა შპს “ალმა“ აუქციონში მეორედ მონაწილეობას, ამ კითხვით „კომერსანტი“ კომპანიის დირექტორს გიორგი ტრაპაიძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა ტენდერში მონაწილეობას და დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

 


„კომერსანტი“ იგივე კითხვით სარეკლამო კომპანია „აუთმედიასაც“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში გვითხრეს, აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან საინვესტიციო თანხა საკმაოდ მაღალა.

 


“არა ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას, ძალიან ძვირია, რომც აიღო და ამხელა თანხა ჩადო, ვერ გააქირავებ, სხვაგანაც უნდა გქონდეს ქსელი, სარეკლამო ადგილი მხოლოდ ქუთაისზე ძალიან რთულია, ვერ გააქირავებ, როცა , სავარაუდოდ მაგას ისევ „ალმა“ აიღებს“, - აცხადებენ აუთმედიაში.



შპს “ალმა“ სარეკლამო მომსახურების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიც ფლობს.

 

აუქციონის საწყისი ფასი 7550 ლარია,  ვაჭრობის ბიჯი შეადგენს 2000 ლარს, საგარანტიო თანხა კი 100 000 ლარია, ამ  ეტპაზე არც ერთი ბიჯი არ გაკეთებულა. 


გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება. აუქციონი 19 ნოემბერს, 17:00 საათზე დასრულდება.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up