საქართველოს ადამიანური კაპიტალი ყველაზე სუსტია რეგიონში

საქართველოს ადამიანური კაპიტალი ყველაზე სუსტია რეგიონში

access_time2020-09-17 17:30:18

მსოფლიო ბანკმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.58-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 58%-ს მიაღწევს.


„საქართველომ ადამიანური კაპიტალის პროექტი ადრეულ ეტაპზევე დანერგა და თანმიმდევრულად ცდილობს თავისი მომავალი თაობების კეთილდღეობის ამაღლებას. ადამიანური კაპიტალის განვითარება კომპლექსური საკითხია და როგორც ვხედავთ, წინ მიმავალი გზა აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობის სამი ათეული წელი გვიჩვენებს, რომ ერთად ნებისმიერი გამოწვევის დაძლევას შევძლებთ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მსურს, გამოვხატო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის მიმართ,“- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელი მეტია საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემზე და ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (რომელიც 0.54-ს შეადგენდა), ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე შედარებით დაბალია. საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია რეგიონში.



მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება ასეთია - სომხეთი - 0.59, აზერბაინაჯი 0,59, ყაზახეთი - 0,63, რუსეთი - 0,69, თურქეთი 0,66, უკრაინა 0, 64. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ბალტიის ქვეყნების გარდა, ბელორუსიას აქვს - 0, 71. ეს თითქმის უტოლდება მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს - 0, 74-0,80.


საქართველოსთან მიახლოვებული ინდექსი აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორც ბრაზილია (0,56), ბოსნია (0,59), დომინიკას რესპუბლიკა (0,56), სალვადორი (56), გრენადა (0,58), ინდონეზია (0,55), ირანი (0,60), იამაიკა (0,55), იორდანია (0,56), და ა.შ.


წლევანდელ ანგარიშში შესულია 103 ქვეყნისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლების ანალიზი 2010- დან 2020 წლამდე. ალბანეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი გლობალურად 10 წამყვან ქვეყანას შორის არიან, რომელთაც პროგრესს მიაღწიეს ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით. მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ სინგაპურს (89), იაპონიას (0,81), კანადას (0,81), ჰონკონგს (0,82), სამხრეთ კორეას(0,81), ჰოლანდიას (80), და ა.შ. ბოლო ადგილებზეა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (0,32), ჩადი (0,32), ლიბერია (0,33), და ა.შ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up