საქართველოს 8 რეგიონში 190-მდე სალაშქრო ბილიკია

საქართველოს 8 რეგიონში 190-მდე სალაშქრო ბილიკია

access_time2018-05-17 12:55:51


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს რეგიონებში სალაშქრო ბილიკების განვითარებას აგრძელებს. ბოლო 3 წელიწადში ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და მოიკვლია 190-მდე სალაშქრო ბილიკი. მოკვლევის პარალელურად ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა ხდება. 2016-2017 წლებში, სამეგრელო - ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონებში 33 ბილიკი მოინიშნა. 



შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი. მონიშნული ბილიკების საერთო სიგრძემ 722 კმ შეადგინა . ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით შეიქმნა, რომლიც 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა.


სალაშქრო ბილიკების შექმნისა და მონიშვნის პარალელურად ინფორმაცია ბილიკების ქსელის შესახებ ინტერნეტ სივრცეში განთავსა. USAIDის პროექტ ზრდასთან თანამშრომლობით მონიშნული ბილიკები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საძიებო პლატფორმაზე - www.wikiloc.com-ზე განთავსდა.



ეს არის სათავგადასავლო მარშრუტებისათვის შექმნილი სპეციალური საიტი, რომელზეც ამჟამად ატვირთულია 8 მილიონ 400 ათასზე მეტი ბილიკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჰყავს 3 მილიონ 600 ათასზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. Wikiloc-ს ავტომატური სინქრონიზაცია აქვს Google Earth-თან, ანუ საქართველოს ბილიკები მსოფლიოში უდიდეს პლატფორმაზეც გამოჩნდება, რაც კიდევ უფრო გაადვილებს მათ პოპულარიზაციას და საქართველოში მეტი მოგზაურის მოზიდვას.


Wikiloc-ზე ოფიციალური გვერდი დარეგისტრირებულია სახელწოდებით: Georgia and Trave სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მონიშნული ბილიკების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა რომლიც მოგზაურს სჭირდება ბილიკის შესახებ და რაც მოგზაურობას უფრო მარტივს და რაც მთავარია უსაფრთხოს ხდის.


ამჟამად საიტზე ატვირთულია სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 40 ბილიკი, რომელსაც ეტაპობრივად შეემატება ყველა ის მარშრუტი, რომელიც უკვე მოინიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ან უახლოეს მომავალში მოინიშნება. სამომავლოდ იგეგმება ამ მარშრუტებისთვის ბეჭდური გზამკვლევების გამოცემა.


bm.ge





გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up