საქართველოს 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართავს

საქართველოს 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართავს

access_time2021-03-10 11:35:11

არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.


„კომერსანტი“ აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:


„უკანასკნელ პერიოდში „კოვიდ 19“-ის პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, შედეგად უახლოესი წლები იქნება ურთულესი მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული.


ეკონომიკურ გამოწვევებს სამწუხაროდ თან დაერთო მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას.



ზემოხსენებულიდან გამომდინარე ქვემოთ ხელისმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა:

  • ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს - პროგნოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას;
  • მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით;
  • მოკლე ვადაში განხორციელდეს კოვიდ 19-ის საწინააღმეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას.
  • იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა.


საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

საერთაშორისო სავაჭრო პალატა

საქართველოში საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია

გადასახადის გადამხდელთა კავშირი

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up