საქართველოს 39 მუნიციპალიტეტი რეანობილის გარეშეა

საქართველოს 39 მუნიციპალიტეტი რეანობილის გარეშეა

access_time2020-03-15 17:00:35

„ჯანდაცვაზე დახარჯული მილიონების მიუხედავად  საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 39-ს რეანომობილი არ ჰყავს, რის გამოც ქვეყანაში პაციენტის გადაყვანის რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა“- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამედიცინო სისტემაში რეანომობილების დეფიციტია. მათი ინფორმაციით 64 მუნიციპალიტეტიდან რეანომობილი მხოლოდ 25-ს ჰყავს, ფლანგვის დეტექტორში აცხადებენ, რომ დეფიციტი განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებშია. 

 

 ფლანგვის დეტექტორის მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობა არაერთ შემთხვევაზე მიუთითებს, როდესაც რეანომობილის არ არსებობის გამო მათ სიცოცხლესა და ჯანმრთლობას საფრთხე შეექმნა. ერთ-ერთი ესეთი ფაქტი 2017 წელს კურორტ გოდერძიზე მოხდარი ტრაგედიაა. სრიალის დროს მიღებული ტრამვის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შემდგომში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაადგინა პაციენტის ტრანპორტირება არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილით მოხდა, სადაც არ იყო ჟანგბადის ბალონები და დაზიანებული იყო საკაცე.

 

კიდევ ერთი ტრაგედია, რომლის შესახებაც ფლანგვის დეტექტორი საკუთარ კვლევაში წერს ამბლორალურის მუნიპალიტეტს ეხება. 2019 წლის ივნისში 16 წლის მოზარდის გადასაყვანად რეანომობილი ლენტეხიდან (ონსა და ამბროლაურში რეანომობილი არ ჰყავდათ) 2 საათის დაგვიანებით მივიდა ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო გზაში კიდევ რამდენიმე საათს შეყოვნდა ტექნიკური გაუმართაობის გამო. საბოლოოდ მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის გარდაიცვალა. ამბროალურის მოსახლეობამ პეტიციით მიმართა სამინისტროს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა მუნიციპალიტეტს რეანომობილი.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ბიუჯეტიც 2019 წელს 3,978,400,000 ლარი იყო, ხოლო 2020 წელს 4,363,000,000-ია,  2016 წლიდან დღემდე ორჯერ შეისყიდა ჯამში 17 ერთეული რეანომობილი. ბოლო შესყიდვა უწყებამ  2019 წლის ივნისში განახორციელა, როდესაც 10 ერთეული ავტომობილი შპს “იბერია ავტოსგან” 1,237,000 ლარად შეიძინა.


 

ფლანგვის დეტქორი დოკუმენტში სავარუდო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ შპს „იბერია ავტო“ თავის მხრივ სპორტის ყოფილ მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირდება, 2017 წელს ის შპს „იბერია ავტოს“ პარტნიორი იყო.  2019 წელს კი შპს „იბერია ავტოს“ ერთ-ერთი პარტნიორი შპს ”იბერია ბიზნეს ჯგუფი” გახდა, რომელიც აგრეთვე ტარიელ ხეჩიკაშვილის დაარსებული შპს-ა. აღსანიშნავია ისიც, რომ ”იბერია ბიზნეს ჯგუფის”  დირექტორი დავით გოგორიშვილი ქართული ოცნების შემომწირველიცაა. (2016 და 2017 წლებში მან მმართველ პარტიას 1,000 და 2,000 ლარი შესწირა).

 

მესამე სექტორში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეანომობილების უკანასკნელი შესყიდვისას ერთი ერთეული ავტომობილის შეძენა 176,700 ლარი დაუჯდა. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობა იყოს აღჭურვილი ერთი რეანომობილით მაინც, საკმარისია კიდევ 20 რეანომობილის შესყიდვა მაინც (25+20=45 მუნიციპალიტეტს), რაც ბიუჯეტს უკანასკნელი შესყიდვის მიხედვით დაახლოებით 3,534,000 ლარი დაუჯდებოდა.

 

 ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე „კომერსანტი“ აქტიურად წერდა. სექტორი დღემდე დგას ისეთი გამოწვევბის წინაშე როგორიცაა კატასტროფის რეანომობილების ტექნიკური და პედიატრიული ბრიგადის გაუმართაობა, პრობლემად რჩება ექიმების კვალიფიკაცია, თუმცა აღსანიშნავია მათი შრომითი უფლებებიც, ხშირად ერთი და იგივე ბრიგადა კვირის განმავლობაში იმაზე მეტი დროით მორიგეობს, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. გამოოწვევად რჩება გეოგრაფიული დაფარვის ზონის გაუთვლელობა, ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები არათანაბარზომიერადაა გადანაწილებული.  აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტთან“ ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე არ ზრუნავს, სწორედ ამიტომ მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემებზე სრული პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.

 

 „რეანომობილი არის კატასტროფის შემდეგ ძირითადი დახმარების საშუალება.   უბედური შემთხვევის  შემდეგ, თუ სპეციალურად აღჭურვილი რეანომობილით 1 საათში  მოხერხდა საავადმყოფოში პაციენტის გადაყვანა იმ ადამიანის გადარჩენის ალბათობა მაღალია. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. რეანომობილებით ყველა რეგიონის აღჭურვა ეს მათ პასუხისმგებლობაში უნდა მოექცეს. უნდა ითქვას ისიც, რომ რეანომობილს სპეციალისტიც სჭირდება, რომლის სიმცირეცაა ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ კადრები გადაამზადოს. თანხები სწორად უნდა გადაანაწილონ,  რასაც ჩვენი მთავრობა არ აკეთებს. საქმე გვაქვს ადამიანების სიცოცხლესთან, ეს კი მათ არ აინტერესებთ,“- ამბობს ვატო სურგულაძე.

 

 

 ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up