საქართველოს 2020 წლის მოსაწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

საქართველოს 2020 წლის მოსაწავლეთა საუკეთესო კომპანია გამოვლინდა

access_time2020-06-08 11:01:59

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, მინიკომპანიების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.


2020 წლის საუკეთესო მინიკომპანია - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების კომპანია - Helmet vision გახდა. Helmet Vision მეხანძრის უნივერსალური ჩაფხუტია, რომლის ფუნქცია მეხანძრისთვის კვამლიან გარემოში გზის გაკვალვაა. ჩაფხუტზე განლაგებულია 5 ულტრაბგერითი მანძილმზომი. დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, ჩაფხუტზე შესაბამისი მიმართულებით დამაგრებული სენსორი მეხანძრეს მოსალოდნელი დაბრკოლების შესახებ ხმოვან სიგნალს აძლევს.


გამარჯვებული მინიკომპანია 2020 წლის 22-დან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ონლიან რეჟიმში წარადგენს ევროპის მოსწავლეთა კომპანიების რიგით 31-ე კონკურსზე - www.jacompanyoftheyear.org, სადაც ევროპის 40 ქვეყნის საუკეთესო მინიკომპანიები იქნება წარმოდგენილი.


კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:


· Facebook მომხმარებლის რჩეული - თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია - Eიფ2ა
· საუკეთესო პროდუქტი - თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეების მინიკომპანია - Helmet vision

· საუკეთესო ინტერვიუ - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის" მოსწავლეების მინიკომპანია - Eco Friend



არსებული ვითარების გამო, წელს კონკურსი დისტანციურად, Zoom აპლიკაციის დახმარებით ჩატარდა. ჟიურიმ და საზოგადოებამ მოსწავლეების მიერ დაფუძნებული 10 მინიკომპანიის პრეზენტაცია მოისმინა.


თიბისიმ კონკურსის 43-ივე მონაწილე თიბისის სამაჯურებით დაასაჩუქრა, რომელიც მომხმარებელს ინოვაციური მეთოდით - ბარათისა და ელექტრონული საფულის გარეშე გადახდის საშუალებას აძლევს.


ინფორმაცია პროექტის შესახებ:


2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 250-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეებმა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს'' მიერ მომზადებული პროგრამა - „მეწარმეობის საფუძვლები'' გაიარეს.


პროგრამა მომზადებულია „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს'' (JA Worldwide) „მოსწავლეთა კომპანიის'' პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ–ფონდის (ETF) მიერ, სამეწარმეო განათლებაში საუკეთესოდ არის აღიარებული.


პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიზნესიდეები რეალურ ბიზნესებად აქციეს: საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბეს, თანატოლებისგან კომპანიის მმართველი დირექტორთა საბჭო აირჩიეს, მოიზიდეს კაპიტალი, გამოიკვლიეს მომხმარებელთა საჭიროებები, აწარმოეს საქმიანი დოკუმენტაცია და მათ მიერ შექმნილი საქონელი თუ მომსახურება პროგრამის სხვა მონაწილეებს წარუდგინეს. სასწავლო წლის ბოლოს აქციონორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, ანგარიშგებაც მოამზადეს.


მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა 15-20 წლის მოსწავლეებს აერთიანებს და ერთი აკადემიური წლის მანძილზე მიმდინარეობს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up