„საქართველომ უნდა გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა გამოიმუშაოს წყალბადი და არსებული გაზსადენით ის ევროპას მიაწოდოს“ - გიორგი ქობულია

„საქართველომ უნდა გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობა გამოიმუშაოს წყალბადი და არსებული გაზსადენით ის ევროპას მიაწოდოს“ - გიორგი ქობულია

access_time2020-11-10 10:40:02

ელექტროენერგიის ბაზრის პირობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა წარმოების ნაწილში კონკურენცია განვითარდეს და საქართველო არ ჩამოყალიბდეს ნეტო იმპორტიორ ქვეყნად. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება (პანდემიის პერიოდის გარდა), ელექტროენერგიის ბაზარი სულ უფრო დეფიციტური ხდება. ამიტომ, სპეციალისტების აზრით, შეჩერებული ჰესების პროექტების დაძვრა და ახალი პროექტების დაწყება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. თუმცა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საყოველთაო კონსენსუსით.


ენერგეტიკული სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე „კომერსანტთან“ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისაუბრა.


„ენერგეტიკული სექტორი არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს დიდი მოცულობის ჰიდრო რესურსი, საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი წარმადობის ჰიდროელექტროსადგურების აშენება არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს უნიკალური უპირატესობა, როგორც ქვეყანამ, ჩვენივე კეთილდღეობისთვის. უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებისა და გარემოს დაცვის უმკაცრესი პირობების გათვალისწინებით. დღესდღეობით, შესაძლებელია დიდი სიმძლავრეების აშენება.

 

რეალურად, არ აშენებენ, ან თუ აშენებენ ნელი ტემპებით. ამის მიზეზია ჩვენი ხელისუფლების დაბალეფექტური მუშაობა. გასაგებია მოსახლეობის პროტესტი, მაგრამ ხელისუფლების მოვალეობაა აუხსნას მოსახლეობას, ჩაატაროს საკომუნიკაციო ღონისძიებები, დამატებითი ექსპერტიზები და ხელი შეუწყოს დამატებითი ჰიდროელექტროსადგურების აშენებას. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს წყალბადის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. მთელი მსოფლიო ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადავიდეს დაბალი ნახშირბადის შემცვლელ ენერგო რესურსების გამოყენებაზე. საქართველომ კი შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პროცესში, ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურების აშენებით, მისი რესურსის გამოყენებით გამოიმუშაოს წყალბადი და ის ევროპას მიაწოდოს. ჩვენს ტერიტორიაზე გადის გაზსადენი მილი, რაც გვაძლევს უნიკალურ საშუალებას, რომ გამოვიყენოთ კიდევ ერთი ჰიდრო რესურსი. წყალბადის გამომუშავებისთვის საჭიროა ასევე მტკნარი წყალი, რომელიც გვაქვს და მილი, რითიც ამ წყალბადს სხვა ქვეყნებს მივაწვდით. ჩვენ გვაქვს ასევე პორტი და სწორედ მისი დახმარებით შეიძლება წყალბადის გატანა“, - განმარტავს გიორგი ქობულია.

 

მისი თქმით, საქართველოს პოტენციალი ბევრად დიდია და ამ პოტენციალის ათვისებას ეფექტური მუშაობა სჭირდება. ქობულიას შეფასებით, ეს არის იმ მცირე რაოდენობის უპირატესობებიდან, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია.


 

„ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი ინვესტორებს, რომლებიც დაშინებულები არიან. უნდა მოვიდნენ ახალი ინვესტორები, ახალი ჯგუფები, უნდა ჩამოყალიბდეს ასეთი ტიპის პროექტები.  იაპონიაში ვცხოვრობ და აქ  უდიდესი კომპანიები ძალიან დიდ ინტერესს გამოთქვამენ ასეთი პროექტების კეთებაში, ისინი მზად არიან ამ სექტორში თავიანთი საინჟინრო კომპანიები შემოიყვანონ. თუმცა, ამას მთავრობის მხრიდან სათანადო მომზადება და მუშაობა სჭირდება.


ეს მუშაობა არც ჩემი მინისტრობის დროს ხდებოდა და არც ახლა. ჩვენ დროს საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეგვეწყო ხელი ამ ტიპის პროექტებისთვის. მახსოვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში ერთი დიდი თურქული კომპანია იყო, რომელიც აკეთებდა 700 მილიონიან პროექტს, ხუთჯერ შევხვდი ამ კომპანიის მფლობელს და მზად იყო, რომ შემოსულიყო და ფული ჩაედო, მაგრამ ჩვენ ვერ მოვაბით თავი, რომ ამ პროექტის ირგვლივ პრობლემური საკითხები მოგვეხსნა, იგივეა მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ჩვენ როგორც ქვეყანას, თითზე ჩამოსათვლელი უპირატესობები გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც თუ არ გამოვიყენეთ, ვერ განვვითარდებით“, - აცხადებს ქობულია.

 

ყოფილი მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩართული უნდა ვიყოთ უფრო დიდი ქვეყნის ქსელში, ასეთი ორი ქვეყანაა: ან რუსეთი, ან აზერბაიჯანი, სხვანაირად ჩვენი სისტემა არასტაბილური იქნება, მოხდება სიხშირეებისა და ძაბვების ვარდნები და ელექტროენერგიის ხარისხს ვერ გავაკონტროლებთ.


„ჰესების არსებობა სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებასაც ამცირებს და ელექტროენერგიის გარედან შესყიდვასაც, ვინაიდან დროის ნებისმიერ მომენტში, ვინც უფრო იაფად მოგვაწვდის მას, მაგალითად თურქეთი, აზერბაიჯანი თუ რუსეთი შეგვიძლია იქ ვიყიდოთ, მაგრამ დღესდღეობით ხან ერთში ვართ ჩართულები, ხან მეორეში, რაც ძალიან არაეფექტურია, სასურველია რამდენიმეში ერთდროულად ვიყოთ“, - განმარტა გიორგი ქობულიამ.

 

გიორგი ქობულიასთან ვრცელ ინტერვიუს „კომერსანტი“ მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up