საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო

access_time2021-06-25 10:00:53

მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.

 

„ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი, Public Stock Company „Joint Stock Commercial Industrial & Investment Bank“-ის მიერ გაცემული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამოქმედდა. ვინაიდან ბანკმა საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის გადახდაზე დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, 2019 წელს დეპარტამენტმა დავა უკრაინის სასამართლოში ბანკის წინააღმდეგ დაიწყო.

 

როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზები დეპარტამენტში განუცხადეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული დავა დეპარტამენტის სასარგებლოდ დასრულდა და ბანკს 6 785 342.57 ევროს გადახდა დაეკისრა. მათივე ინფორმაციით ამ ეტაპზე, აღსრულების პროცედურები იწყება.

 

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება სწორედ 6 785 343 ევრო იყო, ხოლო ავანსის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება 18 388 910.51 ევროა.

 


უკრაინის სასამართლოში ქართული მხარის ინტერესებს იურიდიული კომპანია White & Case იცავდა, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

უწყებაში გვითხრეს, ისიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე სხვა დავებიც მიმდინარეობს. მათ შორის, კონტრაქტორთან დავა საერთაშორისო არბიტრაჟში (ICC, პარიზი) მიმდინარეობს. რაც შეეხება არბიტრაჟში სადავო თანხას, საავტომობილო გზები დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს და მათ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება არ აქვთ.

 

აღნიშნული მონაკვეთის დასრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. გადავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სწორედ კონტრაქტორების მიერ გაფლანგული მილიონობით ლარი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი „Road Building ALTKOM“- მა 2013 წელს  მოიგო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო, მაგისტრალის მშენებლობა კი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 25 მილიონი ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. 2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

 

როცა „ალტკომმა“ ტენდერი მოიგო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ნარმანია, ხოლო საგზაო დეპარტამენტს დავით შავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაკითხეს.


ბაჩო ადამია




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up