„დიაგონალური კუმულაცია“ - ამ პრივილეგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა საჭირო

„დიაგონალური კუმულაცია“ - ამ პრივილეგიის ეფექტურად გამოყენებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა საჭირო

access_time2021-10-27 14:00:05

თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავებაა მოსალოდნელი. ევროკავშირმა საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქციის შეტანის ნება დართო.

 


ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „დიაგონალური კუმულაცია“ გაზრდის როგორც ქართულ ექსპორტს ევროკავშირში, ასევე თურქულ ინვესტიციებს საქართველოში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც უწყებაში განმარტავენ 2015 წელს საქართველო თურქეთში $75 მლნ-ის ტექსტილის პროდუქცია გაიტანა, რომლის დიდი ნაწილი შემდეგ ევროკავშირში მოხვდა და შეთანხმების შემდეგ ეს რიცხვები უფრო გაიზრდება.

 


კომერსანტი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოში „ბეკოს“ გენერალურ დირექტორს მეჰმედ მელექს დაუკავშირდა. ეკონომიკის სამინისტროს მსგავსად მეჰმედ მელექმაც აქცენტი ტექსტილის წარმოებაზე გააკეთა, თუმცა მან ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაც დაუშვა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა თავად ბეკო წარმოების საქართველოში დაწყებას, მისმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს პანდემიის გამო ყველა საინვესტიციო პროექტი გაჩერებულია, თუმცა საქართველო ერთ-ერთ ვარიანტად ნამდვილად განიხილება, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზნობრივი ბაზარი უფრო კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები იქნება. ფასწარმოქმნაზე 20-30 პროცენტიანი გავლენა კი შეიძლება მიწის 1 ლარად გადაცემამ და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებამ განაპირობოს.

 


მეჰმედ მელექის განმარტებით ევროკავშირი თურქულ პროდუქციას სახეობის მიხედვით სხვადასხვა პროცენტული განაკვეთით ბეგრავს. რადგან ტექსტილის წარმოება ალიანსის ქვეყნებში დაბალია და მოთხოვნა დიდია, მასზე საგადასახადო ტვირთი მცირეა, ავტოწარმოებაზე კი უფრო მაღალი.

 


როგორც მეჰმედ მელექმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, ინვესტიციების მოსაზიდად კომერციულ კომპანიებთან ერთად სახელმწიფოს გააქტიურებაც აუცილებელია.

 



თუ ექსპორტმა, 2020-ის ჩავარდნის შემდეგ, 2021-ში ზრდა განაახლა და 2019-ის მონაცემებს გაუსწრო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. 1996-2020 წლებში თურქეთიდან საქართველოში $1.9 მლრდ-ის ინვესტიცია შემოვიდა, რითაც აზერბაიჯანის, ბრიტანეთისა და ნიდერლანდების შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. ინვესტიციები ძირითადად სატრანზიტო ენერგეტიკულ პროექტებს შეეხებოდა. 2020 წელს ის $79 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წლის პირველ ორ კვარტალში კი $51 მლნ შეადგინა.

 

ექსპორტ-იმპორტი ისტორიულ ჭრილში


90-იან წლებში საქართველოსთვის #1 საიმპორტო პარტნიორი რუსეთი იყო, რომელიც 2000-იან წლებში თურქეთით ჩანაცვლდა. 2020 წელს საქართველომ თურქეთიდან $1.4 მლრდ-ის, ხოლო 1995-2020 წლებში ჯამურად $19.7 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა. შედარებისთვის მეორე ადგილზე მყოფი რუსეთიდან იმპორტის მოცულობამ სულ იმავე პერიოდში სულ $10.7 მლრდ შეადგინა.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი. 2013-2020 წლებში საქართველოს ექსპორტი 15%-ით $2.910 მლრდ-დან $3.343 მლრდ-მდე გაიზარდა, ევროკავშირში ექსპორტი 18%-ით $607 მლნ-დან $717 მლნ-მდე. თუ პანდემიურ 2020 წელს გამოვრიცხავთ, 2013-2019 წლებში ჯამური ექსპორტი 31%-ით $3.798 მლრდ-მდე გაიზარდა, მხოლოდ ევროკავშირში კი 38%-ით $835 მლნ-მდე.

 


ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ევროკავშირში დაფიქსირდა. თუ 2013-2019 წლებში ევროკავშირში გატანილი პროდუქციის ღირებულება 38%-ით გაიზარდა, დსთ-ში ზრდის ტემპი მხოლოდ 26% იყო. 2020 წელს ევროკავშირში 18%-იანი ზრდის ფონზე დსთ-ში ექსპორტი 6%-ით შემცირდა.

 


ზრდის უფრო მაღალი ტემპის მიუხედავად, 2020 წელს დსთ-ს სივრცეში ევროკავშირთან შედარებით მაინც 2.1-ჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2013 წელს სხვაობა 3-ჯერ მეტი იყო. სიმართლეა ისიც, რომც ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთში იმავე 2013-2020 წლებში ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფად 1300%-ით გაიზარდა.

 


ხარისხის კონტროლისა და ბიუროკრატიული ბარიერების გამო, 7 წლის წინ არსებული მოლოდინები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. ევროკავშირში ექსპორტი ნამდვილად გაიზარდა, თან იმაზე უფრო მეტად ვიდრე დსთ-ში ან OECD ქვეყნებში, მაგრამ იმაზე ნაკლები ტემპით ვიდრე მას თბილისში ვარაუდობდნენ.

 


ასოცირების ხელშეკრულებიდან 3.5 წლის შემდეგ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში ჩინეთთანაც შევიდა, თუმცა ამ ქვეყანაში ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა $207 მლნ-დან $477 მლნ-მდე 2020 წელს მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც სომხეთიდან სპილენძის მადნების რეექსპორტი გაიზარდა.

 


ევროკავშირს, სწრაფად მზარდი ჩინეთისგან განსხვავებით უფრო რთული მოთხოვნები გააჩნია, თუმცა დამატებითი შანსები ამ შემთხვევაშიც არსებობს. საქართველომ თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის უფლება მიიღო. თურქეთის ეკონომიკა კი სომხეთისაზე 57-ჯერ დიდია.



ევროკავშირის მშპ $15.2 მლრდ-ა, ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ის და მცირედით უსწრებს ჩინეთს. ევროკავშირმა 2020 წელს $2.3 ტრლნ-ს იმპორტი განახორციელა. საქართველომ მისი მოთხოვნის 0.1%-იც რომ დააკმაყოფილოს ექსპორტი ევროკავშირში 220%-ით $2.3 მლრდ-მდე უნდა გაიზარდოს.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up