საქართველომ TRACECA-ს კონფერენციაზე სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგები წარადგინა

საქართველომ TRACECA-ს კონფერენციაზე სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგები წარადგინა

access_time2022-05-21 10:08:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID - ისა და TRACECA-ს პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციები, რომლებიც TRACECA - ს პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამ ფუნქციის განვითარებას უწყობენ ხელს. მისი თქმით, რეგიონში გაიზარდა ინტერესი საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების მიმართ და ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა პრიორიტეტულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, ასევე საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის, საფიდერო და საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე, რომელმაც უნდა გაზარდოს ტვირთბრუნვა აზიიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით ევროპაში და პირიქით. მისი თქმით, საქართველოს შესწევს ძალა, რათა მოემსახუროს გაზრდილ ტვირთნაკადს საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, აგრეთვე აქტიურად მუშაობს მისი განვითარების მიმართულებით.


დაგეგმილია, რომ კონფერენციის საერთაშორისო მონაწილეები დაათვალიერებენ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, გაეცნობიან პორტების და საბაჟო -გამშვები პუნქტების საქმიანობას.





დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს

წელს, 9600 ლარიანი ხელფასი 96%-ით მეტ დასაქმებულს აქვს
access_time2022-07-06 14:00:39
2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი. კვლევის მიხედვით, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან...

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა

ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1% აღდგა
access_time2022-07-06 13:00:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51% პროცენტს...


მსგავსი სიახლეები

up