საქართველო და სამხრეთ კორეა - რას მოიტანს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კორეის რესპუბლიკასთან?!

საქართველო და სამხრეთ კორეა - რას მოიტანს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კორეის რესპუბლიკასთან?!

access_time2021-02-26 13:00:55

საქართველომ შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის არეალი გააფართოვოს. ახალი სამიზნე კორეაა. მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ავრცელებს. კვლევა ივლისში დასრულდება.


საქართველოს მიერ კორეაში განხორციელებული ექსპორტი საკმაოდ დაბალია და 20 წლის ჯამში მხოლოდ $111 მლნ-ს შეადგენს. პიკს - $17.5 მლნ-ს 2017 წელს მიაღწია, 2020 წელს კი $6.3 მლნ-მდე შემცირდა და მხოლოდ 41-ე ადგილი დაიკავა. 2020 წელს საქართველომ პერუსა და ტანზანიაში უფრო მეტი პროდუქცია გაიტანა ვიდრე კორეაში.


განსაკუთრებული სიდიდით არც იმპორტი გამოირჩევა. 2020 წელს ის $58 მლნ-ს უდრიდა, 27-ე ადგილი, ბოლო 20 წელიწადში კი მხოლოდ $803 მლნ-ს მიაღწია.


2020 წელს ექსპორტში კორეის წილი 0.2%-ზე ნაკლებს შეადგენდა, ოცწლიან ჭრილში 0.3%-ს. რაც შეეხება იმპორტს, კორეის წილი აქ 0.7 პროცენტია.



პირველი კორეული ინვესტიცია საქართველოში 1997 წელს გამოჩნდა. 2019 წლის ჩათვლით კორეულმა ინვესტიციებმა სულ $202 მლნ შეადგინა. 2020 წლის მონაცემები საქსტატს სრულად ჯერ არ გამოუქვეყნებია, სამი კვარტალის ჯამში კი კორეის მაჩვენებელი უმნიშვნელოა - $1.5 მლნ.




2015 წლიდან 8 წლიანი პაუზის შემდეგ კორეული ინვესტიციები ახლდება და ჯამური უცხოური ინვესტიციების წლიურ 1.7-2.5 პროცენტს აღწევს. მთავარი პროექტი $1 მლრდ-იანი ნენსკრა ჰესია. თავდაპირველი გეგმის მიხედვით 280 მეგავატიან ჰიდროსადგურს ელექტროენერგიის გამომუშავება 2019 წელს უნდა დაეწყო და 2021 წელს დასრულებულიყო, ამის შემდეგ ჰესი წლიურად 1.2 მლრდ კვტ/სთ-ის მიწოდებას შეძლებდა. ვადები რამდენჯერმე შეიცვალა და ახლა დასრულების თარიღად 2025 წელი სახელდება. ჰესს K Water აშენებს. აზიის განვითარების ბანკი და კორეის ექსიმ ბანკი პროექტის პარტნიორები არიან. დაგეგმილია 135 მეტრი სიმაღლის კაშხლის აგება - ენგურჰესის კაშხლის სიმაღლის ნახევარი, სადაც 185 მლნ კუბური მეტრი წყალი დაგროვდება, ენგურჰესთან შედარებით 5.4-ჯერ ცოტა. ჰესი 2021 წელს რომ დასრულებულიყო შიდა მოთხოვნის 9%-ს დააკმაყოფილებდა, 2025-ში, გაზრდილი მოხმარების გამო მისი წილი შემცირდება.




დღეს კორეა ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც ხშირად მეზობელ იაპონიასა და შეერთებულ შტატებსაც სჯობნის. 22%-იანი წილით სმარტფონებში და 18%-იანი წილით ტელევიზორების გაყიდვებში SAMSUNG-ს პირველი ადგილი უკავია. ტელევიზორებში 11%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს ასევე კორეული LG.


საქართველოში ასევე კარგად იცნობენ ორ კორეულ ავტომწარმოებელს Hyndai-სა და KIA-ს. პირველმა გასულ წელს 3.7 მლნ ავტომობილის გაყიდვა მოახერხა, მეორემ 2.6 მლნ-ის.


კორეა ისტორიულად მდიდარი სახელმწიფო არ ყოფილა. იაპონური ოკუპაციისა და კორეის ომის შემდეგ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანა უფრო ღარიბი იყო, ვიდრე 90-იანი წლების საქართველო. მას ტრადიციული მეურნეობის - ბრინჯის წარმოების განვითარებას ურჩევნდნენ, მაგრამ სეულმა ფსონი ტექნოლოგიებზე დადო.


გამოთქმა „განსხვავდება დღესა და ღამესავით“ შეიძლება თამამად ითქვას თანამგზავრიდან ღამით გადაღებულ ფოტოზე სადაც 38-ე პარალელზე გაყოფილი ორი კორეა ჩანს. ფხენიანის ზუსტი სატატისტიკური მაჩვენებლები უცნობია. თუ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს - CIA-ს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, სამხრეთ კორეაში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, ჩრდილოეთ კორეის მაჩვენებელს 2300%-ით აღემატება. უფრო ნათელი რომ გახდეს იმის წარმოდგენა, თუ რა ხდება ჩრდილო კორეაში, იგივე CIA-ს ცნობით, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 8-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში. განსხვავება მხოლოდ მმართველობის ფორმაა. ორივე კორეაში კორეელები ცხოვრობენ.



თბილისიდან სეულამდე პირდაპირი მანძილი 6775 კილომეტრია. ტერიტორიული დაშორება მცირე მოცულობის ექსპორტის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია. პერუმდე მანძილია 13520 კილომეტრია, მაგრამ გასულ წელს პერუში ექსპორტზე კორეასთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი ღირებულების $15.7 მლნ-ის პროდუქცია გავიდა.


გენადი არველაძის განმარტებით ამჟამად კორეას იმპორტირებული პროდუქციის 85%-ზე საკმაოდ მაღალი ტარიფი აქვს დაწესებული. მისივე თქმით, კორეაში შესაძლებელია: ღვინის, მინერალური წყლის, თხილის, ფეროშენადნობის, მინისა და ელექტრო კაბელების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.


ამჟამად საქართელო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ევროკავშირთან, EFTA-სთან ევროკავშირის არა წევრი 4 სახელმწიფო: ნოვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი; ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან აქვს გაფორმებული. შინაარსობრივად იგივე უპირატესობებით სარგებლობს თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეერთებულ შტასტებთან, განიხილება ინდოეთის ვარიანტიც.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up