საქართველომ შესაძლოა, რუსი ტურისტების ნაწილი დაკარგოს – მოსკოვმა თურქეთში დასვენებაზე აკრძალვა მოხსნა

საქართველომ შესაძლოა, რუსი ტურისტების ნაწილი დაკარგოს – მოსკოვმა თურქეთში დასვენებაზე აკრძალვა მოხსნა

person access_time2016-07-05 09:16:12

ტურების გაყიდვების აკრძალვის მოხსნის პირველ სამ დღეში თურქეთი რუს ტურისტებს შორის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა. ამ პერიოდში რუსეთის ტურისტული სააგენტოების ბრუნვის 35% სწორედ თურქეთზე მოდის. 

 

რუსეთში თურქეთის ტურების გაყიდვაზე მორატორიუმის მოხსნიდან 3 დღის განმავლობაში, გაყიდული ტურისტული პაკეტების მიხედვით თურქეთი ლიდერი გახდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული „კომერსანტი“ ტურისტული სააგენტოების გამოკითხვის საფუძველზე ავრცელებს. 

 

გამოცემასთან საუბარში „ონლაინ ტურის“ წარმომადგენელი იგორ ბლინოვი ამბობს, რომ უკვე პარასკევს თურქეთის წილმა გაკიდებისა საერთო სტრუქტურაში 6,7%  შეადგინა. შაბათს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 39–მდე ავარდა.


აკრძალვის გაუქმების მეორე დღესვე სერვისზე „იანდექს მოგზაური“ ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვა თურქეთი იყო. 



“ტეზ ტურმა“ განაცხადა, რომ მზადაა რუსი ტურისტები თურქეთში უკვე 1 ივლისიდან გადაიყვანოს. ANEX Tour–მა ტურების გაყიდვა 13 ივლისიდან დაიწყო. აქტიურდებიან სხვა კომპანიებიც.


თურქეთში ტურისტული საგზურების გაყიდვის აკრძალვა რუსეთის ხელისუფლებამ 2015 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ დააწესა, რაც ცნობილი გახდა სირია–თურქეთის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის „სუ 24“–ის ჩამოგდების შესახებ. 

 

1 ივლისს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აღნიშნული აკრძალვის გაუქმების შესახებ. ტუროპერატორებმა თურქეთში ტურების გაყიდვა იმავე დღიდან განაახლეს. თუმცა ჯერჯერობით ჩარტერული რეისები არ არის და ფრენები პირდაპირი მარშრუტებით მიმდინარეობს.


რაც შეეხება ფასებს, რუსულ გამოცემა „ერ ბე კა“–სთან საუბარში რუსული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს თურქეთში დასვენების ფასები შესაძლოა 30%–ით შემცირდეს, ისინი თურქული სასტუმროებისგან ფასდაკლებებს ჩარტერული რეისების ორგანიზების ხარჯზე ელოდებიან.


რუსეთის მიერ თურქეთის მიმართულებაზე აკრძალვის გამოცხადების შემდეგ ქართულ ტურისტულ ბიზნესში გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსი ტურისტების ნაწილი თურქეთის ალტერნატივად საქართველოს აირჩევდნენ. აქედან გამომდინარე, „კომერსანტი“ დაინტერესდა, ხომ არ დაკარგავს საქართველო რუს ტურისტებს მას შემდეგ, რაც თურქეთი რუსეთისთვის ისევ გაიხსნა? როგორც ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლოა რუსი ტურისტების ნაკადი ამ ფაქტორის გამო მართლაც შემცირდეს, თუმცა კლება დრამატული არ იქნება.


ზოგორც „კომერსანტს“ Caucasus Travel-ში განუცხადეს, ჯერჯერობით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ტურისტების შემოდინებაზე არ ასახულა და ტურის გაუქმების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სანამ რუსი ტურისტებისთვის თურქეთი ჩაკეტილი იყო, საქართველოში რუსი ტურისტების მოჭარბებული რაოდენობა ფიქსირდებოდა, თუმცა, ქვეყანას ისედაც არ აკლია რუსი ვიზიტორები.

 

ტურისტულ კომპანია Georgian Discovery Tours-ში აცხადებენ, რომ რუს ტურისტებს თურქეთის მიმართ სხვა ინტერესი აქვთ, საქართველოს მიმართ კი სხვა, ამიტომ საქართველოს თავისი ტურისტი მუდმივად ეყოლება. „სხვა სეგმენტია საქართველო და სხვა სეგმენტია თურქეთი. რა ინტერესიც აქვთ საქართველოს მიმართ, ყოველთვის ექნებათ. რუს ტურისტებს საქართველოში ძირითადად ღვინის ტურიზმი და სანაპირო აინტერესებთ“,- აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, რაც რუსეთმა სანქციები დააწესა თურქეთის მიმართ, რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა, მიუხედავად ამისა, თურქეთის საზღვრების გახსნით ქართველი ტუროპერატორები რუსი ტურისტების მასშტაბურ კლებას არ ელოდებიან. „ძალიან კარგად იცნობენ რუსები საქართველოს, საქართველოს ცნობადობა არის მაღალი რუსეთში, ამიტომ არ მგონია, რომ საქართველომ დაკარგოს ტურისტი“,- აცხადებენ შემომყვან ტურკომპანიაში.


 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up