„საქართველომ რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლება დაიწყო“

„საქართველომ რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლება დაიწყო“

access_time2018-09-26 20:12:28

საქართველომ რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლება დაიწყო, ამის შესახებ Bm.ge-ს "ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით უკვე შემოსულია რამდენიმე ათასი ტონა ყაზახური ხორბალი. იმ ფაქტმა, რომ წელს რუსეთში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა, რამაც მისი 12-19%-ით გაძვირება გამოიწვია, ყაზახური ხორბალი რუსულთან შდარებით კონკურენტუნარიანი გახადა. 



,,ჩვენ გადავერთეთ ყაზახეთზე და დავიწყეთ იქაური ხორბლის შემოტანაზე კონტრაქტების გაფორმება, იქ წელს შედარებით უკეთესი მოსავალი მოვიდა. ყაზახეთი ყოველთვის ცდილობს, რომ თავის ხორბალს სუბსიდირება გაუკეთოს ტრანსპორტირების კუთხით და სარკინიგზო გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. 




რუსული ხორბლის რა ნაწილს ჩაანაცვლებს ყაზახური ხორბალი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ჯერ მხოლოდ პირველი პარტიები შემოვიდა, თუმცა ფასიდან გამომდინარე ის საკმაოდ კონკურენტუნარია. საზღვარზე რუსული ხორბლის ფასი, ერთი ტონის, 220-225 დოლარია, ანალოგიურ ნიშნულზეა ყაზახური ხორბლის ფასიც. ეს ერთგვარად კარგიცაა, რადგან ხორბლის იმპორტი საქართველოში დივირსიფიცირებული იქნება. აღსანიშნავია, რომ შარშან რუსლი ხორბლის ფასი 185-200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა“ - განაცხადა ლევან სილაგავამ. 



როგორც სილაგავა განმარტავს, საქართველო წელიწადში 600-700 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 10% ქართული ხორბალია, დანარჩენი კი რუსულია, ძალიან მცირეა ყაზახური და უკრაინული ხორბლის წილი. 





წელს რუსეთში 107-108 მილიონ ტონა მარცვლეულს ელიან, აქედან 68-69 მილიონი ტონა ხორბალი იქნება. გასულ წელს კი მარცვლეულის მოსავალამა 130 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც 80 მილიონი ტონა ხორბალი იყო. 




რუსეთი გასულ წელს ნომერ პირველი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში, მან 44 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, წელს კი დაანონსა, რომ 30 მილიონზე მეტს არ გაიტანს, მათ შორის ხორბალი 25 მილიონი ტონა იქნება. რუსეთმა შარშან 35 მილიონი ტონის ექსპორტი განახორციელა, ანუ წელს ექსპორტი 10 მილიონი ტონით შეამცირა, რამაც საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასზე რყევები გამოიწვია. 




,, შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებამ თავისი ექსპორტიორებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა დაიწყოდა რუსეთიდან ხორბლით დატვირთული გემების გასვლა 10 დღით შეაფერხა. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, იმ მოტივით, რომ ეგვიპტემ და ვიეტნამმა ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლები დაიწუნა, ექსპორტიორებს ხორბლის ანალიზების ჩატარება დაავალა. ეს ფაქტი მათ მოტივაციას უკარგავს, რომ ხორბლის გატანა განახორციელონ. ექსპორტიორების მიერ უკვე კონტრაქტების გადახედვა და შეჩერება მიმდინარეობს“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.


BM.GE




ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up