საქართველომ რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შანსებიც დაკარგა

საქართველომ რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შანსებიც დაკარგა

access_time2021-03-26 11:00:18

„კავკასუს ონლაინი“, რომელსაც მსოფლიო ციფრული პროექტის Digital Silk way-ს განხორციელებაში ერთ-ერთი საკვანძო როლი უნდა შეესრულებინა, საქართველოს მფლობელობაში აღარ არის. კავკასუს ონლაინის მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ კომპანიის მის მფლობელობაში დარჩენილი 51%-იანი წილიც აზერბაიჯანულ „ნექსოლ ჰოლდინგს“ მიჰყიდა. ტრანზაქციის შედეგად, კავკასუს ონლაინის 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი გახდა.

 

Neqsol Holding-ი,  ნასიბ ჰასანოვი და ციფრული აბრეშუმის გზა

 

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანში ბაზირებულმა უმსხვილესმა ენერგო და სატელეკომუნიკაციო საერთაშორისო კომპანია NEQSOL Holding-მა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ჩინეთის ევროპასთან დაკავშირების პროექტში ჩართვა ჩაიფიქრა - მოკლედ რომ ვთქვათ, უძველესი „აბრეშუმის გზის“ გაციფრულებული ვერსიის იდეას ჩაუყარა საფუძველი.  ამისთვის კი გზად ყველა აუცილებელი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესყიდვა დაიწყო. „ციფრული აბრეშუმის გზა“ კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე, ამიტომაც გეგმის ნაწილად აქცია, რომ საქართველოს გავლით შანხაი ფრანკფურტს დაკავშირებოდა.


გარდა ჩინეთისა, ტრანსკასპიური პროექტი საშუალებას იძლევა, რომ ინტერნეტი შუა აზიასა და ინდოეთშიც გაიყიდოს.


პროექტის ღირებულება 200 მილიონი დოლარია.


“ნექსოლ ჰოლდინგს” ამ იდეაზე საუბარი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ჰქონდა.


სწორედ ამ მიზნით, 2019 წელს NEQSOL Holding-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ნასიბ ხასანოვმა Caucasus Online-ის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი შეიძინა.


ოფშორებში რეგისტრირებული NEQSOL HOLDING-ი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის მფლობელობაში შვიდი დიდი კომპანიაა, ჰოლდინგის 100%-იანი მეწილე კი ბიზნესმენი ნასიბ ხასანოვია. კომპანიის წლიური ბრუნვა მილიარდ ნახევარი ამერიკული დოლარია.

 

 

რატომ  Caucasus  Online?



იმიტომ, რომ ეს კომპანია 2008 წლიდან Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1 200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა. ამ კაბელის საშუალებით ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხდება, ხოლო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული.

 

პროექტის მიხედვით, კაბელი, რომელიც ევროპიდან საქართველოში მოდის, გაივლის აზერბაიჯანს, გაგრძელდება კასპიის ზღვის ფსკერზე და ინფრასტრუქტურას ყაზახეთში შეუერთდება, რითაც ერთმანეთს შანხაი და ფრანკფურტი დაუკავშირდება, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი კი სამხრეთ კავკასია იქნება.

 

რა დაკარგა საქართველომ კავკასუს ონლაინის აზერბაიჯანისთვის გასხვისებით? როგორ შეიძლებოდა საქართველო მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული პროექტის ნაწილი გამხდარიყო რომელიც ქვეყანაში ინვესტიციებსა და უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს?


მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციის თავმჯდომარე უჩა სეთური „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ „კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანელი ინვესტორის მთლიან საკუთრებაში გადასვლით იცვლება თამაშის წესები ბაზარზე და მოლოდინები საკომუნიკაციო სფეროს ტარიფებთან მიმართებაშიც ნეგატიურია. საქართველო კი ციფრული ჰაბის პოზიციებს კარგავს.


„ვიღებთ  მოცემულობას, როდესაც ინვესტორი ქართულ კანონმდებლობას პატივს არ სცემს - უნებართვოდ ასხვისებს წილებს.  არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ის დაიცავს ჩვენს კანონქვემდებარე აქტებს და რეგულაციებს - შეიძლება შემოთავაზებული იყოს განსხვავებული თამაშის პირობები, მათ შორის განსხვავებული ფასები. მოლოდინები საკმაოდ ნეგატიური გვაქვს - თუ ის არ იცავს კანონს, საეჭვოა რომ ტარიფებთან დაკავშირებით კანონქვემდებარე აქტები დაიცვას. როცა ისე აკეთებ წილის გადაფორმებას, რომ კანონს არც უყურებ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ.


აქამდე საუბარი იყო დიდ პროექტზე, რომლის ინიციატორი ცენტრალური აზიის ქვეყნები იყვნენ და ერთვებოდნენ სხვებიც. კავკასიის  მხრიდან Digital Silk Way-ს პროექტში ჩართული იყო აზერბაიჯანი. საუბარია მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს გავლით მოხვდება ევროპაში. აზერბაიჯანი დაიწყებს სიმძიმის ცენტრის გაკეთებას ბაქოში და ამას აპირებს კიდეც -  გაცხადებული აქვს, რომ უნდა იყოს აბრეშუმის გზის ერთერთი ცენტრი -  ბაქო და არა თბილისი. ეს ნიშნავს იმას, რომ უკეთესი და განსხვავებული პირობები ბაქოში ბაზირებული ბიზნესებისთვის შეიქმნება. ის აკონტროლებს სად და როგორ იქნება მონაცემთა ბაზები განთავსებული. ერთმანეთთან  დაკავშირებულია სამუშაო ადგილების შექმნა,   it სპეციალისტების გაზრდა,  დაინტერესება ინვესტორების მხრიდან და ასე შემდეგ. მთავარი ჩვენთვის მიღებული შედეგი არის ციფრული ჰაბის პოზიციების დაკარგვა,“ - განმარტავს უჩა სეთური.


კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი აზერბაიჯანული კომპანიის ხელში 2019 წელს გადავიდა. ტრანზაქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც მარეგულირებელმა კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა. გასული წლის ზაფხულში, კომუნიკაციების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა, თუმცა მმართველის უფლებამოსილება სასამართლომ დროებით შეაჩერა. მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, ტრანზაქცია უკანონო იყო და 5 პროცენტზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში, ნებართვა მარეგულირებლისგან უნდა აეღო. კომისიამ კომპანია სამართალდამრღვევად ცნო და პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს კანონდარღვევით აზებაიჯანულ NEQSOL Holding-ზე გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, კომუნიკაციების კომისიის მიერ Caucasus Online:

 

2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა;

2020 წლის 6 თებერვალს 90 000 ლარი დაეკისრა;

2020 წლის 12 მარტს კი 270 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოსთხოვეს;

მიუხედავად ჯარიმებისა კომპანიამ საბოლოოდ წილები არათუ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა, არამედ სრულად მიჰყიდა აზერბაიჯანელ ინვესტორს. 


დასანანი იქნება, თუ საქართველო რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას - ასე შეაფასა ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ  Caucasus Online-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული პრობლემები და მისი სავარაუდო შედეგები. 


ისტორიული აბრეშუმის ქვეყნების გაერთიანება ციფრულ რეჟიმში -  ამის ალტერნატივაა მარშრუტი რუსეთის გავლით, რომელიც შეიძლება, ძვირი იყოს და ქართველი ხალხის ნაწილში იწვევს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს ინტერნეტ ტრაფიკს, თუ ის რუსეთში გაივლის. მეთიუ ბრაიზამ ადრინდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ციფრული ჰაბის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ასევე, იმ ფაქტის გამო, რომ ეს პროექტი რუსულ ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებს გაუწევს კონკურენციას, ხალხი ვაშინგტონში შეშფოთებული იყო და ფიქრობდნენ, რომ ეს ისეთი პროექტია, რომელიც რუსეთს არ მოეწონებოდა. 


კიბერ-უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, ციფრული ჰაბის როლში საქართველოს წარმოდგენას შეეძლო ქვეყანაში უსაფრთხოების მაჩვენებელი და მსხვილი საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი გაეზარდა, როგორებიცაა Netflix, Amazon, e-BAY და ა.შ. ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლადო სვანაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ქვეყნის გარანტორად ექცია.


რა ციფრულ ჰაბზეა საუბარი, როცა ქვეყანაში შემოსული ერთადერთი მთავარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ჩვენს მფლობელობაში აღარ არის. ამ პროექტზე ძალიან ბევრი რამე იყო მიბმული -  მონაცემთა ბაზების შექმნა, დასაქმება, ინვესტიციები - ახლა როგორ უნდა გაკეთდეს არ ვიცი. ვფიქრობ, რომ საქართველომ გაუშვა შესანიშნავი შესაძლებლობა გამხდარიყო ციფრული ჰაბი. მხოლოდ სილიკონის ველი და სტარტაპების დაფინანსება არ არის ციფრული ჰაბი. დიდი კომპანიები დაინტერესდებოდნენ ჩვენი მონაცემთა ბაზების სერვერებით.  უმსხვილესი კომპანიები, სახელმწიფოსხელა ბიუჯეტებით ჩვენი მომავლის გარანტორები იქნებოდნენ.


კავკასუსი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი იყო და აღარ არის. მარეგულირებელი კომისია უსუსური აღმოჩნდა, მან აღსრულების ვერავითარი ბერკეტი ვერ გამოიყენა, გარდა იმისა რომ, ფინანსური სანქციები დააკისრა კომპანიას და დროებითი მმართველი დანიშნა. ქართული კომპანიის 100 პროცენტი, სანქციების მიუხედავად სხვა სახელმწიფოს გადაეცა. ახლა ვის უნდა დააკისრო რამე ვალდებულება, გადაიხდის იმ დაკისრებულ სანქციას და მორჩა, ამით ამოიწურა ყველაფერი. კომისიას, რომელიც სახელმწიფო ორგანოა, ფაქტობრივად თავში ჩაარტყეს და გამოიყვანეს როგორც უსუსური ორგანო, რომელსაც არაფრის ბერკეტი არ აქვს. სპეციალური მმართველის დანიშვნამაც არ უშველა სიტუაციას,“ - ამბობს ლადო სვანაძე.

 

 

 

 მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up