საქართველომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, Persona Non Grata-ად გამოაცხადოს

საქართველომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, Persona Non Grata-ად გამოაცხადოს

access_time2020-05-08 12:50:46

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია, რომელიც კონსტიტუციური ორგანოა. საქართველომ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა persona non grata-ად გამოაცხადოს – რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისი მოსალოდნელი დიპლომატიური იმუნიტეტი, სამართლებრივ განმარტებას ორგანიაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აკეთებს. იურისტი თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


„ბუნებრივია, საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის შემდგომი ურთიერთობებისთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი შედეგების და მოლოდინების თვალსაზრისით.


მთავარი შეკითხვა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხო ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ახლავს, შეეხება სამართლებრივ დილემას – აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება, ისარგებლებს თუ არა დიპლომატიური იმუნიტეტით, მოხდება თუ არა მისი დაპატიმრება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების საფუძველზე.


განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა ორი გარემოება: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის აღმასრულებელ ვერტიკალში დაკავებული თანამდებობა ისარგებლებს დიპლომატიური იმუნიტეტით.



მოქმედი წესების თანახმად, დიპლომატიური პასპორტის ფლობა არ ნიშნავს დიპლომატიური იმუნიტეტით სრულად სარგებლობას. არსებობს ორი სახის დიპლომატიური იმუნიტეტი – ფუნქციური და პერსონალური. პერსონალური დიპლომატიური იმუნიტეტის დროს, პირი ვერ გათავისუფლდება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. რაც შეეხება ფუნქციურ დიპლომატიურ იმუნიტეტს, გათანაბრებულია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა იმუნიტეტთან და შეუზღუდავია. თუ მიხეილ სააკაშვილი ისარგებლებს ფუნქციური დიპლომატიური იმუნიტეტით, საქართველოს საზღვრის კვეთა შეეძლება. მხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობა იქნება საჭირო მის დაკავებაზე და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე.


რა სამართლებრივი ბერკეტი რჩება საქართველოს მთავრობას, ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისგებაში მიცემული და ძებნილი პირი, იმავდროულად დიპლომატიურ იმუნიტეტის მქონე, საქართველოში არ შემოუშვას.


საქართველოს კანონმდებლობა, ამ თვალსაზრისით, ქმედით დათქმებს არ იძლევა. სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილი ამბობს: “თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით” (საბოლოოდ, ამ წესებს, ჰააგის სასამართლომდე მივყავართ).


სახელმწიფოს, ასეთ შემთხვევაში, სწრაფი ქმედებისთვის რჩება საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელმძღვანელობა. რეგულაცია მოცემულია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციაში, რომლის მე-9 მუხლი ცალსახად ამბობს: “ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს და თავისი გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის persona non grata ან რომ მისიის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი არ არის მისთვის მისაღები. ნებისმიერ ამგვარ შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო, სათანადო წესით, იწვევს აღნიშნულ პირს ან წყვეტს მისიასთან დაკავშირებულ მის ფუნქციებს. პირი შეიძლება გამოცხადდეს persona non grata ან მიუღებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარყოფს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ პირის მისიის წევრად აღიარებაზე”.


საქართველო „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციას 1993 წელს შეუერთდა და დოკუმენტი საქართველოსთვის წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.


არ გამოვრიცხავ, საქართველომ მიხეილ სააკაშვილი persona non grata-ად გამოაცხადოს, თუ ის გადაწყვეტს, რომ დიპლომატიური იმუნიტეტით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთოს“ – წერს  არჩილ კაიკაციშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up