საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

საქართველომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს გაუსწრო

access_time2021-08-03 13:00:59

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ შვედეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველომ ერთხელ ძალიან მკაცრი და მეორე მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, შვედეთმა მინიმალური შეზღუდვების გზა არჩია. 1.5 წლიანი დაკვირვების შემდეგ სტოკჰოლმის გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა, ის აბსოლუტურად მიუღებლიდან მისაღები გახდა.


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კოვიდის პირველი დადასტურებული შემხვევიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა, საწყის ეტაპზე სიახლე იყო ის, რომ აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება და დარღვევევბზე კონკრეტული საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა - ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარი. ეს დღე მხოლოდ დასაწაყისი აღმოჩნდა. 31 მარტს ქვეყანა საყოველთაო კარანტინზე გადავიდა. დაწესდა კომენდანტის საათი, გაჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 10 დღის განმავლობაში კერზო ავტომობილით გადაადგილებაც აიკრძალა.


საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა, თუმცა 23 მაისიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და მთავრობა თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა უკვე აღარ იყო საჭირო. კანონის მოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ 1-ელ ივლისამდე ბოლოს კი 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, მაგრამ უშედეგოდ.


საწყის ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მკაცრი შეზღუდვები გამართლებული აღმოჩნდა, რამცა ინერციით ზაფხულშიც იმუშავა. 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოსი ინფიცირების სულ 1487 შემთხვევა ფიქსირდებოდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 19-ს შეადგენა. ეს კი საქართველოს მსოფლიოში 150 ქვეყანას მიღმა ამყოფებდა. ზაფხულის პერიოდში, კოვიდის შემთხვევათა განსაკუთრებული სიმცირის შედეგად, ქართული პასპორტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ამერიკული. მდგომარეობა სექტემბრიდან გამწავდა. 1 თვეში 3-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდა, ვიდრე პირველ 6 თვეში. ოქტომბერი სექტემბერზე მძიმე აღმოჩნდა, ნოემბერი ოქტომბერზე, დეკემბერი კი ნოემბერზე. მართალია ნოემბერში ინფიცირების 96 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დეკემბერსი კი 91 836, მაგრამ ნოემბერში ვირუსით 960 ადამიანი გარდაიცვალა, დეკემბერში კი 1238. ყველაზე მეტი 5450 შემთხვევა 5 დეკემბრს გამოვლინდა, ანუ 3.7-ჯერ მეტი ვიდრე მარტიდან აგვისტოს ჩათვლით 6 თვეში, ყველაზე მეტი 53 პაციენტი 19 დეკემბერს გარდაიცვალა.


28 ნოემბრიდან მკაცრი ლოკდაუნი მეორედ გამოცხადდა. მანქანაში წინ ჯდომა არ აკრძალულა, თუმცა სხვა შეზღუდვები აპრილის აკრძალვებს თითქმის ერთი ერთში ემთხვეოდა. მართალია კომენდანტის საათის დარღვევა 3000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით ისჯებოდა, მაგრამ უკვე 4 ნოემბრიდან პირბადე ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.


რის ფასად დაუჯდა საქართველოს მკაცრი შეზღუდვები და მიიღო თუ არა რაიმე შედეგი? შეზღუდვების დაწესების მომენტიდან საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის მოტივით მკაცრი რეგულაციების მომხრე იყო, მცირე ნაწილისთვის კი უდანაშაულო ადამიანების თავისუფლების ხელყოფა სიცოცხლის გადარჩენის ფასადაც კი მიუღებელი იყო. შინაარსობრივად კომენდანტის საათი სხვა არაფერია თუ არა გაუსამართლებლად შინა პატიმრობის მისჯა. უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება კი თავისთავად დანაშაულია.


ფილოსოფიურ მსჯეოლობას - სიცოცხლე თუ თავისუფლება პრაგმატული არგუმენტებიც ემატებოდა. შეზღუდვების მოწინააღმდეგეები თავიდანვე ამტკიცებდნენ, რომ განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დანაზოგი არ გააჩნდა, რის გამოც ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად გაზრდილი სიღარიბე, სიმსილით, არასრულფასოვანი კვებითა თუ სტრესით უფრო მეტ ადამიანს მოკლავდა ვიდრე თავად კოვიდი. ხელისუფლება ამ არგუმენტს ერთჯერადი 300 ლარიანი და ექვსჯერადი 200 ლარიანი დახმარებით პასუხობდა. საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო 1994 წლის შემდეგ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15 წლიან მინიმუმს გაუტოლდა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა. ბიზნესში 115 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა.



ასე რიცხვებში არ ჩანს, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე განათლების სფეროში. ონლაინ სწავლებამ ვერ იმუშავა. საუკეთესო შემთხვევაში თუ უფროსკლასელს ან სტუდენტს კომპიუტერიც ჰქონდა და ინტერნეტიც სწავლის ხარსიხმა დაიწია. თბილისშიც და უფრო მეტად რეგიონებსი ბევრი ბავშვი მთელი წლის მანძილზე კომპიუტერის არ ქონის გამო სისტემის მიღმა აღმოჩნდა. კომპიუტერის ქონის შემთხვევაშიც პირვეკლასელისთვის დისტანციურად ანბანის შესწავლა შეუზლებელი აღმოჩნდა.


ყველაზე სავალალო კი ბოლოს ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ ვირუსის შეჩერების მოტივით ეკონომიკის გაწირვამ ეკონომიკა შემაცირა, მაგრამ ვირუსი ვერ შეაჩერა. 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 227 420-ს მიაღწია, მსხვერპლმა კი 2505-ს.


2021 წლის იანვარში 2020-ის პოლიტიკა გაგრძელდა და შედეგად ეკონომიკა ისევ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა. ვარდნა თებერვალშიც გაგრძელდა. თებერვლის ბოლოს პრემიერი გახარია ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა. ახალმა პრემიერმა შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა არჩია. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით წინა წლის ვარდნის ფონზე ცხადი იყო, რომ ეკონომიკა პლუსში გავიდოდა, მაგრამ აპრილის 45%-იანმა ზრდამ მაინც პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. 2020-ს რომ თავი გავანებოთ რანაირად გაიზარდა 2019 წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკა 20%-ზე მეტით ჯერ კიდევ კომენდანტის საათის პირობებში დამაჯერებელი პასუხი ვერავინ გასცა. ასეთი ზრდის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი ინფლაციის განაკვეთით მანიპულირება გახდა, როდესაც ბიუჯეტიდან, გადასახადის გადამხდელების ფულით ელექტროენერგიისა თუ ფქვილის სუბსიდია საქსტატმა გაიაფებად მიიჩნია.


არათანიმიმდევრული პოლიტიკა კიდევ ერთხელ მაშინ გამოჩნდა, როდესაც 24 ივნისს სახელმწიფომ 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს გადაუხდელი 76 მლნ ლარის კოვიდჯარიმა ჩამოაწერა. რატომ გავრცელდა ამნისტია მხოლოდ გადაუხდელ ჯარიმებზე და რატომ არ დაუბრუნდათ თანხა იმ პირებს რომელთა ნაწილიც ჯარიმისთვის აღებულ ბანკის ვალს დღემდე იხდის არავის განუმარტავს.


როდესაც თითქმის 1.5 წლის წინ საქართველო შეზღუდვებს აწესებდა, ნოუ-ჰაუ არაფერი ყოფილა. მსოფლიო სახელმწიფოთა უმრავლესობა სწორედ ამ გზით წავიდა. განვითერებული ქვეყნებიდან საპირისპირო მიმართყლება მხოლოდ შვედეთმა არჩია, რომელიც მინიმალური შეზღუდვებით შემოიფარგლა.


გასული წლის მაისში სიკვდილიანობით ყოველ 1 მლნ ადამიანზე შვედეთი მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. ჯანმო და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთასორისო საზოგადოებები სტოკჰოლმის მიმართ კრიტიკას არ იშურებდნენ და კარანტინის დაწესებას ითხოვდნენ. დღეს ვითარება განსხვავებულია. შვედეთი 1 მლნ-დან 1438 გარდაცვლილით ახლა უკვე 39-ე ადგილზეა. საქართველო 1476-ით 38-ე ადგილზეა. შვედეთზეც და საქართველოზეც უფრო მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში - 1710 გარდაცვლილი მლნ-დან, ბრიტანეთში 1900 გარდაცვლილი მლნ-დან, ბელგიაში - 2168 გარდაცვლილი მლნ-დან, ჩეხეთში 2831 გარდაცლილი მლნ-დან, უნგრეთში 3117 გარდაცვლილი მლნ-დან... ყველა ამ ქვეყანამ კოვიდის წინააღმდეგ შვედეთზე მკაცრი რეგულაციები დააწესა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ეს მაშინ როცა გასულ წელს ბრიტანეთის ეკონომიკა 9.8%-ით შემცირდა, საფრანგეთის 8.1%-ით, ბელგიის 6.3%-ით, საქართველოსი 6.2%-ით, ჩეხეთის 5.6-ით, უნგრეთის 5%-ით, შვედეთის კი 2.8%-ით. გამოდის რომ შვედეთმა ერთდროულად ნაკლები ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგი ნახა.


საქართველოში სიკვდილიანობის ზრდას ხშირად მოუწესრიგებლობას და კანონისადმი დაუმორჩილებლობას აბრალებენ, მაშინ როცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოზე უფრო მაღალია: ლიეტუვაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.


რა მხოდებოდა საქართველო იანვრიდან კომენდანტის საათის ნაცვლად აქტიური ვაქცინაციის გზას რომ დასდგომოდა? იანვარში 30 700 ადამიანი ინფიცირდა და 673 გარდაიცვალა. ივლისში 53 500 ინფიცირდა და 477 გარდაიცვალა. ბრიტანეთში იანვარსი 1.323 მლნ ინფიცირდა და 32 700 გარდაიცვალა, ივლისში კი 878 000 ინფიცირდა და 1478 გარდაიცვალა. ისრაელში იანვარსი ინფიცირდა 220 000 ადამიანი, გარდაიცვალა 1471, ივლისსი ინფიცირდა 32 000, გარდაიცვალა - 45.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ თუ იანვარში საქართველოში ყოველი 46-დან 1 კოვიდით იღუპებოდა ეს რიცხვი ივლისში 112-დან 1-მდე შემცირდა, ბრიტანეთში თუ იანვარში სიკვდილიანობა 40-დან 1 იყო, ივლისში 594-დან 1 გახდა, ხოლო ისრაელში იანვარსი სიკვდილიანობა 150-დან 1 იყო, 711-დან 1 გახდა. უფრო მეტი სიზისტისთვის საჭიროა დეკემბრისა და ივნისის მონაცემების გააზრებაც. მაგრამ საერთო სურათი მაინც არ იცვლება. ვაქცინა ადამიანს არა იმდენად ინფიცირებისგან, რამდენადაც სიკვდილისგან იცავს. საქართველოში სრული დოზით აცრილის კოვიდით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ორჯერადად აცრილ პირთა რაოდენობა კი მოსახლეობის 4.5%-ზე ნაკლებია რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოში.  


გიორგი ელიზბარაშვილი




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up