საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

access_time2020-03-26 21:20:01

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან, ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.


ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:


კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;


ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;


სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.


საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ამის რისკი მცირეა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.


აქვს თუ არა საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის პროტოკოლი, ამ საკითხით რადიო თავისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ესპანეთმა საქართველოს უარი უთხრა იქ გარდაცვლილი საქართველოს სამი მოქალაქის გადმოსვენებაზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად ესპანეთის საავადმყოფოებსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოში, დასახელდა გვამისგან ვირუსით ინფიცირების საფრთხე.


„დავპირდით, რომ კუბოს თავს არ ავხდიდით და ისე წავასვენებდით, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს“-ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, 27 მარტს, მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალავენ. ცირას ოჯახმა უარი თქვა კრემაციაზე. მათ მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენების დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.


როგორც ცირა ალიხანაშვილის მული, ხათუნა ნაჭყებია, ეუბნება რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის წევრებს, მიცვალებულთა გამომშვიდობების საშუალება არ ექნება:


„ჩვენ არ გვინახავს ცირას გვამი. მისი ნივთებიც კი დალუქულია. როგორც საავადმყოფოში განგვიმარტეს, არსებობს ინფიცირების რისკი და ამიტომ, მას პირდაპირ გადაასვენებენ აკლდამაში. ჩემ ძმას მისცემენ სპეციალურ ნომერს და ეცოდინება, სად არის დაკრძალული. საქართველოს საელჩო ცდილობდა დაგვხმარებოდა, მაგრამ ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ვერ ეწინააღმდეგება. ვითხოვე გამონაკლისი, რომ დაელუქათ კუბო, არ ავხდიდით, ისე გაეტანებინათ ჩვენთვის, რომ თავის მიწა-წყალზე დაგვეკრძალა და დაეტირა დედას და შვილებს, მაგრამ საელჩოშიც ამიხსნეს, რომ იმიტომ არ ხერხდება გადასვენება, რომ კორონავირუსით არის დაღუპულიო და შესაძლოა, გვამიდანაც დაინფიცირდეს ადამიანიო. ჩემმა ძმამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს ცირას აკლდამაში დაკრძალვის თანხმობაზე. მას აუცილებლად ჩამოვასვენებთ საქართველოში. შვილებს ექნებათ დედის საფლავი. დედას კი შვილის საფლავი“.


34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ქალი მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით ის სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.



უკვე დაკრძალეს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 74 წლის ქალი, დოდო ასამბაძე. ქალაქ არნედოში მან 20 წელი იცხოვრა. როგორც მისი ახლობელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქალი გარდაცვალების დღესვე, არნედოს სასაფლაოს აკლდამაში, სამგლოვიარო ცერემონიალის გარეშე, პირდაპირ საავადმყოფოდან გადაასვენეს:


„კარგად ვიცნობდით, ძალიან თბილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს აწუხებდა ძალიან ბევრი სახის ქრონიკული დაავადება, გული, თირკმელი. სანამ გარდაიცვლებოდა, ერთი კვირის გამოსული იყო ჰოსპიტლიდან და ძალიან უნდოდა საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, გზები უკვე ჩაკეტილი იყო. არნედოელები ვგლოვობთ და იმედია, გზები გაიხსნება, მის ცხედარს გადაასვენებენ სამშობლოში და ქალიშვილის გვერდით, ბათუმში, დაკრძალავენ.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემაციის გადაწყვეტილება მიიღეს ბარსელონაში გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 73 წლის კაცის ოჯახის წევრებმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს“.


როგორ კრძალავს მსოფლიო კორონავირუსით გარდაცვლილებს?


მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და პათოლოგიური ანატომიის საზოგადოებას, ამ ეტაპზე, არ აქვს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ გვამთან შეხება შესაძლოა ზრდიდეს კორონავირუსით ინფიცირების რისკს, COVID 19-ით გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებს არ ეძლევათ ოჯახის წევრთან გამომშვიდობების შესაძლებლობა.


როგორც ესპანურ გაზეთს „ელ პაისს“ ესპანეთში მოქმედი ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურების კომპანიის ხელმძღვანელი, ხუან დომინგო ეუბნება, „ეს შეზღუდვები საჭიროა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და სარიტუალო მომსახურების თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად“.


ესპანეთი, სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი მიჰყავს, 25 მარტი.


კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის სპეციალური წესები შემოიღეს ისრაელშიც. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გვამი უნდა დაიფაროს გაუმტარი პლასტმასით და მხოლოდ მას შემდეგ დაიკრძალოს.


ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი კი მოუწოდებს სარიტუალო მომსახურების თანამშრომლებს, მიცვალებულებთან კონტაქტის შემთხვევაში, გვამს გაუკეთონ პირბადე, რაკიღა გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიცვალებულის ფილტვებიდან გამოიფრქვევა მცირე წვეთები, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.


ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალება არ ეძლევათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიასა და ირანშიც. იქ აკრძალულია სამგლოვიარო რიტუალები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ან საერთოდ ვერ ესწრებიან დაკრძალვის ცერემონიალს ან შორიდან ადევნებენ მას თვალს.


26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 22 329 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულია 338 268 ადამიანი.


საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის.


რადიო თავისუფლება 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up