ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86 $-ია.
რეიტინგის პირველი 5-ეული ასე გამოიყურება:
- სირია -6.60 $ თვეში- ქვეყანამ მეშვიდე ადგილიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა.
- უკრაინა - 6,64$ თვეში
- რუსეთი - 7,35$ თვეში
- რუმინეთი - 9,15$ თვეში
- ბელორუსია - 9,87$ თვეში
ყველაზე ძვირადღირებული ინტერნეტი:
- ერიტრეა - 2666 $ თვეში
- იემენი - 2466 $ თვეში
- მავრიტანია - 694 $ თვეში
მთლიანობაში რეიტინგში 206 ქვეყანაა წარმოდგენილი. კვლევაში გათვალისწინებულია 2019 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 8 იანვრამდე პერიოდი.
tech.liga.net
მარიამ მორგოშია