საქართველო ავტოგაყიდვების მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდა- როგორი იყო ავტობაზრის 2019 წელი

საქართველო ავტოგაყიდვების მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდა- როგორი იყო ავტობაზრის 2019 წელი

access_time2019-12-30 11:45:16

Toyota Center Tegeta-სთვის 2019 წელი გაყიდვების კუთხით რეკორდული აღმოჩნდა. კომპანია წლიურად საშუალოდ 1350  ავტომობილის რეალიზაციას ახდენს. ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობენ Crossover-ები და მაღალი გამავლობის ავტომობილები, როგორებიცაა: RAV4, C-HR და  LC150; როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს 2019 წელს მოთხოვნა  ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელებზე გაიზარდა.


„ჩვენი ცენტრის მომხმარებლები არიან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ტოიოტას მარკის ავტომობილები არ არის გათვლილი მხოლოდ მაღალი შემოსავლის ადამიანებზე. მყიდველი არის როგორც მაღალი, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელი. რა თქმა უნდა ლარის კურსის მერყეობა საავტომობილო ბაზარზეც უარყოფითად აისახა. თუმცა, გავლენას ახდენს მხოლოდ ახალი ავტომობილებისა და ნაწილების რეალიზაციაზე და არა გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე.“ - აცხადებს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი თეა მანჯავიძე.


მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ავტომობილების რეალიზაციის რაოდენობაზე. ამ ფაქტორმა განაპირობა 2019 წელს ჰიბრიდულ ავტომობილებზე მათი ეკონომიურობიდან გამომდინარე ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა.


2020 წლისთვის Toyota გაყიდვების  1500 ავტომობილამდე გაზრდას გეგმავს.  


გაყიდვები არ შემცირებულა, თუმცა, 2019 წელს ლარის კურსის მერყეობამ გერმანული Mercedes-ის რეალიზაციის ზრდას ხელი ვერ შეუწყო. როგორც AKA Mercedes-ის გაყიდვების მენეჯერმა დიმიტრი გიგაურმა „კომერსანტს“ განუცხადა, 2020 წლიდან სათავო ოფისის მოთხოვნით გაყიდვები მინიმუმ 20 პროცენტით უნდა გაიზარდოს.  წელს AKA Mercedes-ის ოფისმა 200 მერსედესი გაყიდა.


„თითქმის იგივე რაოდენობაზე გავედით, რაზეც შარშან, გაზრდით არ გაზრდილა გაყიდვები. თუმცა, ვალუტის კურსის არასტაბილურობიდან გამომდინარე, გვიჭირს ხოლმე,  ჩვენ ევროს შესაბამის კურსს ვადგენთ, რადგანაც მანქანა ევროპულია. ჩვენი მყიდველები ძირითადად ბიზნესმენები არიან და უფრო დიდი მოთხოვნა მაღალი გამავლობის ავტომობილებზე გვაქვს. 2020 წლისთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ყოველ წელს უნდა გავზარდოთ გაყიდვები,  გერმანიაც ითხოვს, რომ დაახლოებით 20 პროცენტით  გაიზარდოს ჩვენი ავტომობილების რეალიზაცია.“ - ამბობს დიმიტრი გიგაური.

 

„საქართველომ ავტოგაყიდვების მიმართულებაში ჰაბის ფუნქცია დაისაკუთრა და აგრძელებს ამ ფუნქციის შესრულებას.“ -  ასე აფასებს „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე საქართველოს როლს 2019 წლის მსოფლიო ავტობაზარზე.


სურგულაძის თქმით, 2019 წელს ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. ფოთის პორტი კი პრაქტიკულად კოლაფსში აღმოჩნდა იმიტომ, რომ ვერ შეძლო ამ რაოდენობის მანქანების კონტეინერების გატარება.


 „ პრობლემური იყო ფოთის პორტის ტერმინალების გადატვირთულობა. საბაჟო სტრუქტურები ვერ შეხვდნენ მომზადებული ამხელა ბრუნვას. საბაჟო კუთხით შემოსასვლელ კარიბჭეებში ბევრი რეგულაციის გაუქმებაა შესაძლებელი, რათა გამტარუნარიანობა გაიზარდოს, საჭირა ბევრი ზედმეტი რგოლის ამოღება.“ - ამბობს გიორგი სურგულაძე.მისივე თქმით, ქართველი ავტომოვაჭრეები სომხეთისა და ყირგიზეთის ბაზარს მოერგნენ და შესაბამისად ძველი, 2002-2004 წელს გამოშვებული ავტომობილები დომინირებდნენ.


ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება, ყირგიზეთს რამდენიმე დღის წინ  გადაუვადეს.  ყირგიზეთის შემდეგ შესაძლოა  გადავადებაზე ხელი სომხეთმაც მოაწეროს.შემცირდება თუ არა ამის გამო ადგილობრივ ბაზარზე მანქანების ღირებულება, ავტოდილერები მიიჩნევენ, რომ სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების ერთი წლით გადავადება საქართველოს საავტომობილო ბაზარს ეკონომიკურ სარგებელს  მოუტანს.

 

მარიამ მორგოშია





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up