საქართველომ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მილიონი ევროს სესხზე უარი თქვა

საქართველომ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მილიონი ევროს სესხზე უარი თქვა

access_time2019-02-11 14:50:03

საქართველოს მთავრობამ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მილიონ ევროს სესხის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2016 წელს გაფორმდა.

 

პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო. საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა.

 


კაკაურიძის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ ამ თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.

 

"ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა არ არის ის დარგი, რომელსაც ევროში 8-9% -იანი სესხით განვითარება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია. სამწუხაროა, მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალია პროცენტები, რომლებიც მინიმალური უნდა იყოს და ცოტა არ იყოს მეტი სოლიდარული პასუხისმგებლობის შეგრძნებები უნდა გვქონდეს. ზოგადად, წარმოების ჯაჭვის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება დახმარება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

 

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა სესხის არამიზანშეწონილობის თაობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ სესხს რეალურად აღარ იღებს.






თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ, ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ

თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ, ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ
access_time2019-04-19 15:00:44
თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აზერბაიჯანის მოქალაქის ზარინა ალიხანოვას სარჩელს, რომლითაც იგი თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან შვილის, რ.ა. სწავლის საფასურის უკან დაბრუნებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ზარინა ალიხანოვას და მისი შვილის რ.ა. ინტერესების დამცველი ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან სწავლის საფასურის მორიგი...

მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი

მამუკა ბახტაძე - ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი
access_time2019-04-19 14:25:42
ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის...

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up